ზაზა დოლიძე:"ფუტსალს ექნება ყოველწლიური დაფინანსება"

ყველა სიახლე
02 ნოემბერი 2017

ზაზა დოლიძე:
31 ოქტომბერს, სასტურმო „თბილისი რუმსში“, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის პრეზენტაცია გაიმართა. 
 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი იქნება საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება  აღნიშნული ჩემპიონატი.
 
ახალი სეზონი სტარტს 3 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. პლეი-ოფში თამაშის უფლებას საუკეთესო ოთხეული მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.
 
ახალ სეზონზე იზრდება საპრიზო ფონდი -  ფრის და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან.  
 
sbm.ge გთავაზობთ ფეხბურთის  განვითარების  ფონდის  პრეზიდენტის  კომენტარს
 
ზაზა დოლიძე:  „ფეხბურთის  განვითარების  სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში ფუტსალის  სახით გაჩნდა  დარგი, რომელიც  განვითარებადია  საქართველოში, მას  ბევრი  მაყურებელი  ჰყავს , მასიურია და ჩვენ  გადავწყვიტეთ  მხარში  დავდგომოდით  სპორტის  ამ სახეობას.ახალ სეზონზე იზრდება საპრიზო ფონდი და გუნდები გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან.  მნიშვნელოვანია, რომ ფუტსალს  ექნება  ყოველწლიურად დაფინანსება  რაც გულისხმობს  ჩემპიონატის კიდევ უფრო  მაღალ  დონეზე  ჩატარებას. თამამად  შეიძლება  ითქვას  რომ  საქართველოში ფუტსალი  ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული სპორტის  სახეობაა.“


  © SBM, 2016-2024