ეთა-ლიბერთი ბანკი 2:2. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
30 ოქტომბერი 2017

ეთა-ლიბერთი ბანკი 2:2. მატჩის შემდგომი კომენტარები
29 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის, პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლა. საიუბილეო გათამაშება, ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის პირველი ტურის შეხვედრებით დაიწყო.
 
ტურის გამორჩეული შეხვედრა ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ლიბერთი ბანკის გუნდების დაპირისპირება გამოდგა, რომელიც საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა - მიუხედავად ორ ბურთიანი ჩამორჩენისა, „კურსანტებმა“ დამაჯერებელი თამაშის ხარჯზე მალევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და სამი ქულის მოპოვებასთანაც ახლოს იყვნენ.  საბოლოოდ ფრე, 2:2.
 
sbm.ge თავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
 
გიორგი თავთავაძე, ლიბერთი ბანკი: „სეზონის  პირველი თამაში ყოველთვის  დაძაბულია, სამწუხაროდ  ბევრი  მომენტები  ვერ  გამოვიყენეთ, ჩვენს კარში ჩავჭერით ბურთი რამაც ცოტა არია თამაში, რაც შეეხება შემდეგ მეტოქეს, საბანკო დერბი გველის საქართველოს ბანკი- ლიბერთი ბანკი, ვეცდებით უფრო კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ.“

 



  © SBM, 2016-2024