სუპერლიგის ორ შეხვედრაში პირველი ტური ერთნაირი სცენარით წარიმართა

ყველა სიახლე
30 ოქტომბერი 2017

სუპერლიგის ორ შეხვედრაში პირველი ტური ერთნაირი სცენარით წარიმართა
29 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის, პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლა. საიუბილეო გათამაშება, ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის პირველი ტურის შეხვედრებით დაიწყო.
 
ფაქტიურად ერთნაირი სცენარით წარიმართა ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა. „სტუდენტურ დერბიში“ თსუ-ჰიუნდაი, საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, მატჩის მიწურულს შეძლო თამაშის გადარჩენა, ფრე 1:1. ასეთივე ანგარიშით დასრულდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ტვ იმედის გუნდების სანახაობრივი დაპირისპირება, სადაც ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეულები მეკარეები იყვნენ.
 
თსუ-ჰიუნდაის  რიგებიდან გოლის  ავტორი ზურაბ ჯინჭარაძე იყო. ხოლო საქართველოს უნივერსიტეტიდან თავი კონსტანტინე ჭაბაშვილმა გამოიჩინა. 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და იმედს შორი შეხვედრაში  ანგარიში მატჩის 29 წუთზე ზურაბ ფიჩხაძემ ლუკა ფარცვანიას პასით გახსნა, წონასწორობა კი ზუსტად ერთი წუთის შემდეგ გია ნინოშვილმა არჩილ ბერიძის გადაცემით აღადგინა.
 
sbm.ge მატჩის შემდგომ კომენტარებს გთავაზობთ
 
ილია მოდებაძე, კსუ: „ძალიან დაძაბული თამაში იყო,  მომენტები ორივე მხარეს იყო, ვფიქრობ უნდა მოგვეგო ეს თამაში რადგან პირველი თამაში იყო, თუმცა არ გაგვიმართლა, მოწინააღმდეგე გუნდს ვუსურვებ წარმატებას.“
 
კოტე მიგინეიშვილი, იმედი: “დაძაბული თამაში იყო, ორივე გუნდის სურვილი იყო სტარტი მარცხით არ დაეწყო, ჩვენ უფრო დაცვითი თამაში ვითამაშეთ, მე ამ მატჩის შანსებს 50/50-ზე ვაფასებდი და ვფიქრობ, რომ  ლოგიკური დასასრული ქონდა ფრე 1:1."


  © SBM, 2016-2024