თელავი- პსპ 5:8. მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლე30 ოქტომბერი 2017
29 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის, პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლა. საიუბილეო გათამაშება, ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის პირველი ტურის შეხვედრებით დაიწყო.
დღის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება მოქმედ ჩემპიონს პსპ-სა და თელავს შორის გაიმართა. „ფარმაცევტები“ თითქოს დამაჯერებელი სხვაობით „აპირებდნენ“ გამარჯვებას, თუმცა 1:5 ჩამორჩენა, კახელებმა მოულოდნელად სრულად აღმოფხვრეს, ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა წინ გასვლა ვერ შესძლეს, საბოლოო წარმატების მისაღწევად არც ძალა ეყოთ და არც კლასი - 8:5 ჩემპიონის სასარგებლოდ.
sbm.ge მატჩის შემდგომ კომენტარს გთავაზობთ
გივიკო კაციტაძე, პსპ :“ ზოგადად თითოეულ მოწინააღმდეგეს უნდა შეხვდე მობილიზებული, არ აქვს მნიშვნელობა, სუსტია ის აუტსაიდერია თუ მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, სწორედ ეს დაგვემართა მატჩის მეორე ნახევარში 5:1 ვიგებდით და ათი წუთის შუალედში 5:5 გახდა, მაგრამ გამოცდილების და ინდივიადუალური ფეხბურთელების წყალობით მოვახერხეთ შეხვედრის მოგება.“