მფკ ნატახტარი-სფფ 2:1.მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლე30 ოქტომბერი 2017
29 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის, პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლა. საიუბილეო გათამაშება, ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის პირველი ტურის შეხვედრებით დაიწყო, დაძაბული და საინტერესო გამოდგა მეათე სეზონის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა შარშანდელ ფინალისტ სფფ-სა და თასის მფლობელ მფკ ნატახტარს შორის. მატჩი ნატახტარის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შეხვედრაში პირველი გოლი 27 წუთზე ალექსანდრე იაშვილმა აკაკი ხლაბუსტოვის პასით გაიტანა,29 წუთზე წონასწორობა ლევან კასრაძემ აღადგინა ხოლო, გამარჯვების გოლის გატანა გიორგი ყაზარაშვილმა შესძლო და ნატახტარი დააწინაურა. სფფ-ს რიგებში ითამაშა ლევან კობიაშვილმა ხოლო გუნდს დანაკლისი ჰქონდა კახა კალაძის სახით.
შეხვედრის შესვენებისას გაიმართა სახალისო გათამაშება, რომლის გამარჯვებულები ლიგის პარტნიორების, „ნაბეღლავის“ და „ბუღას“ პროდუქციით დაჯილდოვდნენ.
sbm.ge მოთამაშეებს გაესაუბრა
გიორგი სეფერთელაძე, მფკ ნატახტარი: „ფედრაციასთან ყოველთვის დაძაბული თამაშია და არც დღეს იყო გამონაკლისი, მართალია, გავიმარჯვეთ, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა, პირველი სეზონია თამაშის და ყველაფერი წინ არის.“
ალექსანდრე იაშვილი, სფფ : "ძალიან სასიამოვნოა, რომ განახლდა სეზონი, დიდი სიამოვნებით ვთამაშობთ, ცუდია როდესაც წაგებით დაიწყებ ლიგას, თუმცა წინ ძალიან ბევრი მატჩია და დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ ბევრ თამაშს, ჩვენი მიზანი კვლავ ფინალში გასვლა და ტურნირის მოგებაა, სფფ-ი წელს ითამაშებს გამარჯვებისთვის.“