ზაალ ჩიტალაძე: "ეს შექმნის დაძაბულობას რაც განსაკუთრებულ ელფერს მისცემს ჩემპიონატს“
ყველა სიახლე18 ოქტომბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ. რიგით მეათე სეზონის ოფიციალური პრეზენტაცია, მონაწილე გუნდების წილისყრა და ლიგის 10 წლიან ისტორიას მიეძღვნილი ვიდეოს, სახელწოდებით #მეათეს, პრემიერა გაიმართა.
ლიგის ისტორია 2008 წლიდან იღებს სათავეს. ამ წელს, სპორტული სააგენტო SBM-ს ორგანიზებით, პირველად ჩატარდა სამოყვარულო ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში, „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა“, ღონისძიება, რომელიც მთელი თავისი არსით ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურება. წლიდან წლამდე პროგრესირებდა მასში მონაწილე ბიზნეს ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდების რაოდენობა.
sbm.ge სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორს ზაალ ჩიტალაძეს ესაუბრა.
ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი: „ ეს მეათე საიუბილეო სეზონია, ჩვენს ჩემპიონატში უკვე 60 გუნდია ჩართული, ეს ყველაფერი კი არის ჩვენთვის ძვირფასი და განსაკუთრებული, რადგან კომპანიები აფასებენ ჩვენს შრომას. მეათე სეზონი განსხვავებული და განსაკუთრებული იქნება იმიტომ, რომ ბევრი გამოცდილი გუნდი თამაშობს, ბევრი დებიუტანტი და ეს შექმნის იმ დაძაბულობას რაც განსაკუთრებულ სილამაზეს და ელფერს მისცემს ჩემპიონატს.“