დავით მუჯირი: „მსგავსი პროექტები ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს"
ყველა სიახლე18 ოქტომბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ. რიგით მეათე სეზონის ოფიციალურ პრეზენტაცია და მონაწილე გუნდების წილისყრა შედგა, რომლსაც სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ფეხბურთის განვითარების ფონდის პრეზიდენტი ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა კომენტარები გააკეთეს:
დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი : „მსგავსი პროექტები ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს. ფეხბურთის ფედერაცია, კომპანია SBM-თან ერთად ფუტსალის ლიგის ორგანიზატორია, 2017-2018 წლის სეზონსაც ერთობლივად ჩავატარებთ. სასიხარულოა, რომ მათ სამაყვარულო ფეხბურთში უკვე წლებია დამკვიდრებულია. SBM-ის მიერ ჩატარებული ჩემპიონატები სამაგალითოა. კერძო სექტორი კი, რომლებიც ფეხბურთის განვითარების ხვალინდელი დღეა, ჩართულები არიან ისეთ ჩემპიონატში, როგორიც ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაა.