საქართველოს ფუტსალის ლიგა 2016/17 იწყება!
ყველა სიახლე10 ნოემბერს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონი აიღებს სტარტს.
წლევანდელ ჩემპიონატში, რომელიც დებიუტანტების სიმრავლით გამოირჩევა, 10 (ათი) გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გათამაშება ორ წრედ წარიმართება. წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული განაგრძობს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებულები ორი მოგების შედეგად გამოვლინდებიან.
პირველი ტური, 12:00 სთ-ზე აფხაზეთისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (იბსუ) გუნდების დაპირისპირებით დაიწყება. 14:00 სთ-ზე გამართავს თავის პირველ შეხვედრას შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი თბილისი, რომლის მეტოქეც ახლად შექმნილი კლუბი „მგლები“ იქნება. 16:00 სთ-ზე დაიწყება ვიცე-ჩემპიონის და ლიგის ერთ-ერთი ფავორიტის სტუ-თელასისა და დინამო ბათუმის დაპირისპირება. 18:00 სთ-ზე დებიუტანტები - მფკ აგორა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამ შეხვედრის დაწყებამდე გაიმართება ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც სფფ-ს და სპორტული სააგენტო SBM-ის ხელმძღვანელები დაესწრებიან. სათამაშო დღეს, ორი დებიუტანტის, თბილისი ვარიორსისა და ჩემპიონატის ფავორიტის, ტატიშვილის შეხვედრა დაასრულებს. მატჩი 20:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.
10.11.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. I ტური
12:00 აფხაზეთი - იბსუ
14:00 თბილისი - მგლები
16:00 სტუ-თელასი - მფკ დინამო (ბთ)
18:00 აგორა - ბსუ (ბთ)
20:00 თბილისი ვარიორსი - ტატიშვილი
სფფ-სა და SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, წლევანდელ ჩემპიონატსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.
სიახლეა საპრიზო ფონდთან დაკავშირებით - გუნდებს ფრის და მოგების შემთხვევაში, გაზრდილი ფულადი ბონუსები დაერიცხებათ.
აღსანიშნავია, რომ თბილისი არ იქნება ერთდაერთი ქალაქი სადაც ფუტსალის ლიგის მატჩები გაიმართება - ორივე ბათუმური კლუბი საშინაო შეხვედრებს აჭარის დედაქალაქში გამართავს.
ახალი სეზონის განსაკუთრებული სიახლე საქართველოს ფუტსალის ლიგის წლევანდელი გათამაშების სატელევიზიო გაშუქებას შეეხება - სფფ-ს, SBM-ისა და ტელეკომპანია „სილკის“ პარტნიორობის ფარგლებში, გულშემატკივარს საშუალება ექნება ყოველ სამშაბათს, ფუტსალის ლიგის ტურის მიმოხილვა „სილკ უნივერსალის“ არხზე მომზადებული სპეციალური გადაცემის ფორმატში იხილოს.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“.
მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge