ტარიელ ხეჩიკაშვილი: „ეს არის კარგად შეფუთული, მაყურებლამდე სწორად მიტანილი ჩემპიონატი"

ყველა სიახლე
19 ოქტომბერი 2017

ტარიელ ხეჩიკაშვილი: „ეს არის კარგად შეფუთული, მაყურებლამდე სწორად მიტანილი ჩემპიონატი

18 ოქტომბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ. რიგით მეათე სეზონის ოფიციალური პრეზენტაცია, მონაწილე გუნდების წილისყრა და ლიგის 10 წლიან ისტორიას მიეძღვნილი ვიდეოს, სახელწოდებით #მეათეს,  პრემიერა გაიმართა. 

საიუბილეო  სეზონის  გახსნას  სპორტისა და  ახალგაზრდობის  მინისტრი  ტარიელ  ხეჩიკაშვილი, სფფ-ის  გენერალური მდივანი დავით  მუჯირი,   ფეხბურთის  ფედერაციის  ვიცე-პრეზიდენტი  ალექსანდრე  იაშვილი და ფეხბურთის განვითარების ფონდის პრეზიდენტი ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა კომენტარები გააკეთეს:

ტარიელ  ხეჩიკაშვილი, სპორტისა და  ახალგაზრდობის  საქმეთა  მინისტრი: „მინდა  ყველა  ორგანიზატორს  და  მონაწილეს  მივულოცო  ეს  იუბილე,  ათი  წელია  ეს  ტურნირი  ტარდება  ძალიან  მაღალ  დონეზე, ბუნებრივია  ამ  ჩემპიონატის მიმართ  ინტერესი  არის  ძალიან დიდი. არაერთი  ძალიან   კარგი  ფეხბურთელი   მისცა  ეროვნულ  ნაკრებს  ამ  ლიგამ.  მჯერა,  რომ  ეს  სამჭედლო  კიდევ  უფრო  ნაყოფიერი  იქნება.  ნაკრების  წარმატების  წინაპირობა  კი არის  მსაგვსი  ჩემპიონატების  ჩატარება. მინდა  ხაზი  გავუსვა სპორტული სააგენტო  SBM- ის მენეჯმენტს  და  ჩემი  ღრმა  პატივისცემა  გამოვხატო მათ  მიმართ,  რადგან ეს  არის  კარგად  შეფუთული, მაყურებლამდე  სწორად  მიტანილი  ტურნირი,  რომელიც  დიდ  ინტერესს  იწვევს.“ 



  © SBM, 2016-2024