ბრინჯაოს ლიგის პირველობა თბილისის მერიის გუნდს ერგო
ყველა სიახლე16 ივლისი 2017
16 ივლისს დასრულდა ბრინჯაოს ლიგის წლევანდელი გათამაშება, რომლის გამარჯვებული თბილისის მერიის გუნდი გახდა. ვიცე-ჩემპიონის ტიტული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს გადაეცა. რაც შეეხება გამორჩეულ ფეხბურთელებს, საუკეთესო მეკარედ, ბილტმორის კიპერი ერეკლე ასათაშვილი დასახელდა, საუკეთესო მცველის პრიზი სდსს-ის ფეხბურთელს, დავით იობიძეს გადაეცა, საუკეთესო თავდამსხმელი ელიტა ბურჯის ლიდერი, ავთანდილ სებისკვერაძე გახდა, საუკეთესო უნივერსალი კი ხალიკ ბანკის კაპიტანი შოთა ჭკუასელი. 8 შედეგიანი გადაცემით, საუკეთესო ასისტენტის პრიზი მტკვარი ენერჯის ფეხბურთელს, გოჩა შუბითიძეს ერგო, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის პრიზი 19 გატანილი გოლით, მერიის კაპიტან მიხეილ თოფურიას გადაეცა.