2016/17 წ.წ სეზონის კულმინაცია - ნატახტარი ოქროს ლიგის ჩემპიონია!

ყველა სიახლე
16 ივლისი 2017

2016/17 წ.წ სეზონის კულმინაცია - ნატახტარი ოქროს  ლიგის  ჩემპიონია!

ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის   2016-17 წწ. სეზონი “ნატახტარის” გამარჯვებით დასრულდა. ოქროს  ლიგის  ფინალურ  შეხვედრაში,  ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანმა  გუნდმა,  დაძაბულ ბრძოლაში  დაამარცხა  GWP  3:1  და ოქროს ლიგის ჩემპიონის  ტიტული  მოიპოვა. მატჩის  დასრულების  შემდეგ   ოქროს  ლიგის    გამორჩეული მოთამაშეები  დაჯილდოვდნენ,  ნომინაციები  კი   ასე  გადანაწილდა.

ლიგის  საუკეთესო  მეკარე   GWP-ის  კიპერი  ნიკოლოზ  ფხაკაძე  გახდა.   საუკეთესო  მცველის  პრიზი   პატრულის  მოთამაშეს  თემურ  რაქვიაშვილს  გადაეცა.  საუკეთესო  უნივერსალი  ვითიბი ბანკის  ფეხბურთელი  დიმიტრი  მაყიშვილი  გახდა,  საუკეთესო  ასისტენტად 9  საგოლე  გადაცემით ნატახტარის მოთამაშე  თეიმურაზ   ჯაფარიძე დასახელდა. 20  გატანილი  გოლით სეზონის  ბომბარდირი  ნატახტარის  კაპიტანი  გიორგი  სეფერთელაძე  გახდა. სეზონის  საუკეთესო მოთამაშის  პრიზი კი  გიორგი  აფციაურს  გადაეცა.  ასევე გამოვლინდა  საუკეთესო  მენეჯერი, ამ ნომინაციისთვის  განკუთვნილი  ჯილდო კი  ნატახტარის გუნდის ხელმძღვანელს  მიხეილ  წეველიძეს  გადაეცა.  გამარჯვებულები, სპორტული სააგენტო  SBM-ის  დირექტორმა  ზაალ  ჩიტალაძემ  და  საქართველოს  ფუტსალის  ნაკრების   მეკარემ  ზვიად კუპატაძემ  დააჯილდოვეს. ოქროს  ლიგის   მესამე  ადგილოსნები  კი  "საქართველოს  ფოსტა"  და  "ვითიბი ბანკი"  გახდდნენ. 

ნიკოლოზ  ფხაკაძე,  GWP: “კარგი თამაში  გამოვიდა, ცოტა  არ  გაგვიმართლა.  ვულოცავ  მეტოქეს  ამ  გამარჯვებას  დამსახურებულად  გაიმარჯვეს,  ჩემპიონატი  მაღალ  დონეზე  ჩატარდა  მესამე  წელია  რაც  პირადად  მე  ვიღებ  მონაწილეობას , წელს  პირველი ფინალი იყო  და  ფსიქოლოგიურად  რთული აღმოჩნდა   ჩვენი  გუნდისთვის  გადამწყვეტი მატჩის  თამაში,  ვეცდებით  შემდეგში  გამოვასწოროთ.”

კახაბერ გოგოხია,  ნატახტარი : “ ძალიან მნიშვნელოვანი  ფინალი  იყო, მადლობა  მინდა  ვუთხრა  პირველ  რიგში  მოწინააღმდეგე  გუნდს  შესანიშნავი  თამაშისთვის  ბრძოლა  იყო  ბოლო  წუთამდე  ბოლო წამამდე  თუმცა  ეს  გამარჯვება  ჩვენ  გვერგო  გახარებული  ვარ .  ბიჭებს  მინდა  მივულოცო ეს  გამარჯვება  მთლიანად  ნატახტარს  და  მე  პირადად  ამ  პრიზისთვის  დიდი  მადლობა  მინდა  ვუთხრა  ორგანიზატორებს,  რომ  ჩემი  თამაში  ასე  დააფასეს. 

გიორგი  სეფერთელაძე, ნატახტარი:“ძალიან  მნიშვნელოვანი  იყო ჩვენთვის  გამარჯვება,  რაც  შეეხება  მეტოქეს   წაგებული  გვქონდა წელს  ამ  გუნდთან  თამაში ,  მაგრამ   ვისაც  ძალიან  სურდა  იმ  გუნდმა  მოიგო. ბიჭებმა  ყველაფერი  ჩადეს  ფინალურ  მატჩში   და  ძალიან  მოხარულები  ვართ  რომ  ეს  თამაში  ჩვენ  მოვიგეთ.  წელს  ორი  ტიტული მოვიპოვეთ  ასე  რომ  კმაყოფილები  ვართ  რა  თქმა  უნდა  ვულოცავ  მთლიანად  გუნდს  და  ნატახტარის  გულშემატკივარს .

გიორგი  აფციაური, GWP: " პრიზი  რომელიც  პრესონალურად  მე  გადმომეცა  პირველ  რიგში  მოტივაციაა, მადლობა  ორგანიზატორებს, რომ ამ შრომას  მიფასებენ, მადლობა ჩემს  გუნდს, რომლის წყალობითაც მივაღწიე  ამ ყველაფერს.  რაც  შეეხება  თამაშს  ვულოცავ  ნატახტარის  გუნდს   დღეს  გაიმარჯვებას  დამსახურებულად. შემდეგში  ვეცდებით  უკეთესი  თამაში  ვაჩვენოთ. 

ზაალ  ჩიტალაძე, სპორტული  სააგენტო  SBM-ის  დირექტორი: “ ნატახტარმა   დამსახურებულად  გაიმარჯვა  მთელი  სეზონი  განვლო  რთულ  ბრძოლაში  და  ეს  წარმატება  მათ  დაიმსახურეს,   უკვე  მოუთმენლად  ველით  ჩვენს  მეათე  ლიგას,  წლევანდელი  წელი  გამორჩეული იყო, თუმცა  მომავალი წელი  უფრო სანახაობრივი  იქნება  და ყველანაირად  დატვირთული ემოციებით.  



  © SBM, 2016-2024