ბაქსვუდი ვერცხლის ლიგის ჩემპიონია

ყველა სიახლე
15 ივლისი 2017

ბაქსვუდი ვერცხლის ლიგის ჩემპიონია

ვერცხლის  ლიგის 2016-17 წწ. სეზონის გამარჯვებული საერთაშორისო სკოლა “ბაქსვუდი” გახდა, რომელმაც ფინალურ  შეხვედრაში 3:1 დაამარცხა   საქართველოს ბანკი და  ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა. შეხვედრის  პირველი  ნახევარი  გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე პერიოდში ბაქსვუდმა  უპირატესობა  მოიპოვა  და   მატჩის  ბოლო  წუთებზე  დამაჯერებელი თამაშის  ხარჯზე წარმატებას  მიაღწია.

შეხვედრის დასრულების  შემდეგ   დაჯილდოვების  ცერემონიალი გაიმართა, სეზონის  საუკეთესო მეკარის პრიზი საქართველოს ბანკის მოთამაშეს დათა  ფარაჯანაშვილს  გადაეცა.  საუკეთესო  მცველი  ბაქსვუდის  მოთამაშე რევაზ  ქემოკლიძე  გახდა,  საუკეთესო  თავდამსხმელის  პრიზი   შალვა ფირცხალავა   მოიპოვა,  სეზონის  საუკეთესო უნივერსალი საქართველოს   ბანკის  მოთამაშე  გიორგი  ნიკოლაიშვილი გახდა. საუკეთესო  ასისტენტის  პრიზი  ალექს  სარქისიანს  ერგო,  24  გატანილი  გოლით  ბომბარდირის  პრიზი ბაქსვუდის  მოთამაშეს  გიორგი ახლანძეს  გადაეცა.  ვერცხლის  ლიგის  2016-17  წწ  სეზონის  საუკეთესო  მოთამაშე  კი  გიორგი  ლუკავა  გახდა.  

sbm.ge  მოთამაშეებს  გაესაუბრა

ვახტანგ სირაძე, საქართველოს ბანკი: “პირველ რიგში მივულოცავ მოწინააღმდეგეს ამ გამარჯვებას, პირველი  მიზეზი ჩვენი მარცხის გახდა ის, რომ ჩვენ არამარტო ექვს-ხუთ მოთამაშეს არამედ  მთელს  დარბაზს  ვეთამაშეთ. მადლობა  მათ. დღევანდელ შეხვედრაში მეტი ჟინი ჩადეს, მეტი თავდადება  და  გაიმარჯვეს.”

გიორგი ახლანძე, ბაქსვუდი: “ძალიან  მოხარულები ვართ  გამარჯვებით, ძალიან ძლიერი  მოწინააღმდეგე  გვყავდადა  ვისურვებთ  რომ ესეთი კარგი  ტურნირი  ჩატარდეს  ყოველთვის, ძალიან დიდი  მადლობა  ორგანიზატორებს , მომავალი სეზონიდან  გავძლიერდებით  და  ყველანაირად  შევეცდებით რომ  კიდევ ავწიოთ თასი.   რაც შეეხება  პერსონალურ  ჯილდოს  ძალიან  მოხარული ვარ  რომ   ბომბარდირის  პრიზი  მერგო.”

გიორგი  ლუკავა,  ევროპაბეთი: “პირველ  რიგში  მინდა  მივულოცო  ბაქსვუდს  გამარჯვება,  დამსახურებულად  გაიმარჯვეს, საქართველოს ბანკს  კი  წარმატებებს  ვუსურვებ,  დიდი  მადლობა  მინდა  ორგანიზატორებს  გადავუხადო ამ  პრიზისთვის  მომავალი სეზონისთვის  მოვემზადებით, აქტიურად  ვივარჯიშებთ და  გავაგრძელებთ  თამაშს. “

 

   



  © SBM, 2016-2024