ნატახტარი ოქროს ლიგის ფინალშია

ყველა სიახლე
13 ივლისი 2017

ნატახტარი ოქროს ლიგის ფინალშია
დღეს,  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში ვითიბი  ბანკსა და  ნატახტარს  შორის  ოქროს  ლიგის  ნახევარფინალური  ეტაპის მესამე გადამწყვეტი  შეხვედრა გაიმართა, რომელიც  ნატახტარის გამარჯვებით  4:0 დასრულდა. პირველ შეხვედრაში "ბანკირებმა" მოახერხეს  სერიაში  დაწინაურება (1:1; პენ. 3:2).   მეორე  მატჩი   ნატახტარის  გამარჯვებით  1:0 დასრულდა  და  სერიაში  ანგარიში გათანაბრდა.  მესამე მატჩშიც ამ  უკანასკნელმა  იმარჯვა , ფინალის საგზური მოიპოვა და ლიგის  მთავარი ტიტულისათვის   GWP-ის დაუპირისპირდება.   
ოქროს  ლიგის  ფინალური  შეხვედრა  16  ივლისს  გაიმართება. 
 
sbm.ge  გამარჯვებული  გუნდის  ფეხბურთელს  გაესაუბრა
 
ლაშა მიდელაური, ნატახტარი: "ძალიან  დაძაბული შეხვედრა  იყო და  რაც  მთავარია  ღირსეული  მეტოქე  იყო, ძალიან  მაგარი ბრძოლა  გვიჩვენა, მადლობა  ბიჭებს.  რაც  სეეხება  ჩვენს  მეტოქეს  ფინალში  GWP-ი ძლიერი  გუნდია   და  ვეცდებით რომ სასურველ შედეგს  მივაღწიოთ.  
 


  © SBM, 2016-2024