ნატახტარმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

ყველა სიახლე
11 ივლისი 2017

ნატახტარმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

დღეს  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში ვითიბი  ბანკსა და  ნატახტარს  შორის  ოქროს  ლიგის  ნახევარფინალური  ეტაპის  განმეორებითი  შეხვედრა გაიმართა, რომელიც  ნატახტარის გამარჯვებით  1:0 დასრულდა.  ვინაიდან  პირველ შეხვედრაში "ბანკირებმა" მოახერხეს  სერიაში  დაწინაურება (1:1; პენ. 3:2) ფინალში  გასული  გუნდის  ვინაობას,  მესამე  გადამწყვეტი შეხვედრა  გადაწყვეტს.  ოქროს  ლიგის  ფინალური  შეხვედრა  16  ივლის  გაიმართება  და  ამ  წყვილში  გამარჯვებული  გუნდის  მეტოქე  GWP-ი იქნება.  

sbm.ge  გამარჯვებული  გუნდის  ფეხბურთელს  გაესაუბრა

კახაბერ გოგოხია,ნატახტარი: "ძალიან  რთული თამაში  იყო ორივე  გუნდისთვის,  პირველი შეხვედრა სერიაში წაგებული  გვქონდა  და  სხვა  გამოსავალი  არ  უბრალოდ არ  იყო, ეს მატჩი უნდა მოგვეგო. მადლობა  ბიჭებს ამ შეხვედრისთვის და ბრძოლისთვის,ნამდვილად  დამსახურებულად  მოვიგეთ ეს  შეხვედრა  ასეთ  რთულ გუნდთან. მესამე  თამაში იქნება  ალბათ  რაღაც განსაკუთრებული. 



  © SBM, 2016-2024