აჭარის ნაკრებმა, სუპერლიგა C-ს პირველობა არავის დაუთმო

ყველა სიახლე
08 ივლისი 2017

აჭარის ნაკრებმა, სუპერლიგა C-ს პირველობა არავის დაუთმო

8 ივლისს დასრულდა სუპერლიგა C-ს წლევანდელი გათამაშებაც. წრიული ეტაპის შედეგად, სატურნირო ცხრილში 14-14 ქულით პირველ-მეორე ადგილები აჭარის ნაკრებმა და უნიკრედიტმა დაიკავეს, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით, პირველობა „ზღვისპირელებს“ ერგოთ.

სუპერლიგა A-ს დაჯილდოების დაწყებამდე, საუკეთესოები სუპერლიგა C-შიც გამოვლინდნენ. საუკეთესო მეკარის პრიზი, ტატიშვილის კიპერს დავით კეფაშვილს ერგო, საუკეთესო მცველი, უნიკრედიტის ფეხბურთელი ლექსო ინწკირველი გახდა, თავდამსხმელი აჭარელი მალხაზ შამილაძე, ხოლო უნივერსალი, ჯეო ჰოლდინგის ფეხბურთელი, ბიჭი მენთესაშვილი.  10 შედეგიანი გადაცემით, საუკეთესო ასისტენტი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფეხბურთელი ნადიმ კახაძე გახდა, ხოლო 12 გატანილი გოლით, საუკეთესო ბომბარდირის ტიტული კახაბერ ვაჩეიშვილს ერგო.

 

08.07.2017. სუპერლიგა C. VII ტური

Menu.ge - აჭარა ჯგუფი 6:7

რუბიკონი - ეთა 5:9

ჯეო ჰოლდინგი - აჭარა 0:1

ტატიშვილი - Unicredit.ge 1:4

არტურ ოგანესიანი, აჭარის  ნაკრების  მენეჯერი: „ძალიან საინტერესო  ჩემპიონატი იყო, პირველად მივიღეთ მონაწილეობა სუპერლიგა C- ში გავიარეთ საინტერესო, ურთულესი პერიოდი  და გავიმარჯვეთ. გვიხარია ძალიან, გავხდით უფრო ამბიციურები და მზად ვართ აჭარის ნაკრებმა გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებისთვის. ასე ერთად და გუნდურად მივალთ შემდეგ გამარჯვებამდე. მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, ასევე ტურნირის ორგანიზატორებს და ყველას ვინც გვეხმარებოდა და ჩვენს გვერდით იდგა.“ 



  © SBM, 2016-2024