კორპორატიული თასი საპატრულო პოლიციის გუნდმა მოიპოვა
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წწ გათამაშების კორპორატიული თასის მფლობელი საპატრულო პოლიციის გუნდი გახდა. “ძალოვნებმა” ფინალურ შეხვედრაში ევროპაბეთი ანგარიშით 5:2 დაამარცხეს. შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა და ოქროს ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა გადამწყვეტი უპირატესობა მხოლოდ მატჩის მიწურულს მოიპოვა და აღნიშნულ ტიტულს პირველად დაეუფლა.
გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი, 11 გატანილი გოლით "ევროპაბეთის" ლიდერი, გიორგი ლუკავა გახდა, ხოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთეად პატრულის კაპიტანი, ირაკლი ქარჩავა დასახელდა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში თავი "დუბლით" გამოიჩინა. ნომინანტები და გამარჯვებული გუნდი, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა დააჯილდოვა.
Sbm.ge ფინალური მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს გაესაუბრა
გიორგი ლუკავა, ევროპაბეთი: “ძალიან დაძაბული თამაში იყო ვულოცავ მოწინააღმდეგეს, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. “პატრული” ძლიერი გუნდია, თანაბარი თამაში მიდიოდა თავიდან, სანამდეც შევძელით ვითამაშეთ , ბოლოს დავმარცხდით, თუმცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ძალიან მიხარია, რომ გავხდი ბომბარდირი , თუმცა ჩემპიონობა უკეთესი იქნებოდა.”
ირაკლი ქარჩავა, პატრული: “ პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოწინააღმდეგეს ასეთი ლამაზი, ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთისთვის, ასევე ჩემს ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო, მათ დღეს ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს თასი მოგვეგო. შარშანდელი ოქროს ლიგის ჩემპიონები ვართ და არც გვქონდა უფლება წელს უტიტულოდ დავრჩენილიყავით, კიდევ ერთხელ მადლობა ჩემს გუნდს, გულშემატკივრებს და ამ ტურნირის ორგანიზატორებს.”
ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM- ის დირექტორი: “გაიმართა დაუვიწყარი ფინალები, სუპერლიგა A- ში გაიმარჯვა პსპ-მ და მივულოცავ გამარჯვებას, მათ ძალიან რთული მეტოქე ჰყავდათ ფეხბურთის ფედერაციის სახით და მაყურებელმა იხილა ძალიან საინტერესო ბრძოლა. კორპორატიული თასის გათამაშების ფინალური მატჩიც ძალიან დაძაბული და საინტერესო იყო. ვფიქრობ, დარჩენილი ორი ფინალი კორპორატიული, ვერცხლის ლიგის და ოქროს ლიგის, გვპირდება ძალიან კარგ თამაშებს და მოვუწოდებ გულშემატკივარს მობრძანდეს და უგულშემატკივროს ფავორიტ გუნდს.”