FUNDAY ENTERTAINMENT - სუპერლიგა B-ს დებიუტანტი ჩემპიონი!

ყველა სიახლე
02 ივლისი 2017

FUNDAY ENTERTAINMENT - სუპერლიგა B-ს დებიუტანტი ჩემპიონი!

ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი - სწორედ ასეთი გამოდგა სუპერლიგა B-ს  2016/17 წ.წ სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს Funday Entertainment - ი და  ევროკრედიტი  დაუპირისპირდნენ.  ორივე გუნდისთვის სადებიუტო ფინალი, უფრო იღბლიანი Funday-ისთვის გამოდგა.  შეხვედრა  უაღრესად დაძაბულად და  საინტერესოდ  წარიმართა. ძირითადი  დროის  ფრედ  2:2 დასრულების შემდეგ, ორი დამატებითი ხუთ წუთიანი ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული 7 მეტრიანებს სერიაში გამოვლინდა - რომლის სცენარიც, მატჩის მსგავსად დრამატული გამოდგა. 9 დარტყმის შემდეგ, გამარჯვება  და ჩემპიონის ტიტული Funday-ს ერგო. (პენ 8:7).

ფინალური  მატჩის  შემდეგ,  გაიმართა ტრადიციული დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც  სუპერლიგა B- ს  წლევანდელი სეზონის ნომინანტები გამოვლინდნენ -  საუკეთესო  მეკარის  პრიზი  FUNDAY ENT-ის  მეკარეს  გიორგი ჩაფიძეს  გადაეცა.  საუკეთესო  მცველად, გამარჯვებული  გუნდის   ფეხბურთელი დავით  ჯავახიშვილი დასახელდა.  გამორჩეული  თავდამსხმელი  ევროკრედიტის  შემტევი  თორნიკე  ბახტაძე  გახდა,   უნივერსალი  მოთამაშე  გიგა  დანელია,   საუკეთესო ასისტენტი კი  ყველაზე  10 საგოლე  გადაცემით  ბექა  ონიანი.   16  გატანილი  გოლით   სუპერლიგა  B-ს  ბომბარდირი   ზესტაფონის  ფეროს  ფეხბურთელი  გაგა  ლეჟავა  გახდა ,  სეზონის  საუკეთესო  ფეხბურთელად  კი  ევროკრედიტის  კაპიტანი  ირაკლი  ბურჭულაძე  დასახელდა.   ფინალისტები   საქართველოს  ფუტსალის  ნაკრების  მეკარემ  ზვიად  კუპატაძემ და   სპორტული  სააგენტო SBM-ის  დირექტორმა  ზაალ  ჩიტალაძემ დააჯილდოვეს. 

sbm.ge  ფეხბურთელებს  გაესაუბრა

ირაკლი ბურჭულაძე, ევროკრედიტი: "FUNDAY ახალგაზრდებით  დაკომპლექტებული  გუნდია, ჩვენ  მაქსიმუმი  გავაკეთეთ,თუმცა  საბოლოო ჯამში  ძალა  არ  გვეყო და  ვეღარ  გავუძელით  პრესინგს.   ძალიან  მაგარი  ფინალი  ვითამაშეთ, სწორი  ფეხბურთი  ვითამაშეთ  თუმცა  გამარჯვება  ვერ  შევძელით."

 დავით  ჯავახიშვილი, FUNDAY ENT: "მადლობა  ორგანიზატორებსა და  ჩვენს  მოწინააღმდეგე  გუნდს , ბიჭებმა  ყველაფერი  გავაკეთეთ  და  მაქსიმალური  შედეგი  დავდეთ, რაც შეეხება  გამარჯვებას  რთულ  თამაშში  მივაღწიეთ  მიზანს,  მადლობა  ჩემს  ბიჭებს  რომ საერთო ძალისხმევით  მოვახერხეთ  მოგება. 

ზაალ ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ის  დირექტორი: "როგორც  ხედავს  გუნდები  ფორმის  პიკს  აღწევენ  და  დღეს გვანახეს  დაუვიწყარი  ფინალი,  მინდა  ვისარგებლო შემთვხვევით  და  მივულოცო  FUNDAY-ს  ეს  ბრწყინვალე  გამარჯვება,  ევროკრედიტის  გუნდმა  კი  მარცხის  მიუხედავად  საკმაოდ  კარგი თამაში  ანახა.  მინდა  დაავაანონსო  მომავალი  დღეები და  ვთქვა  რომ ძირითადი ფინალები   წინ  გვაქვს  და  იქაც  გვპირდება  ეს  ფინალები  ძალიან  სანახაობრივ  და  ლამაზ  თამაშს."



  © SBM, 2016-2024