ვერცხლის ლიგის პირველი ფინალისტი ბაქსვუდია
ყველა სიახლევერცხლის ლიგის 2016-17წწ სეზონის პირველი ფინალისტი ბაქსვუდია. ბაქსვუდმა ლიბერთი ბანკი ½ ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში 4:1 დაამარცხა და ვერცხლის ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. სადაც მისი მეტოქე ევროპაბეთსა და საქართველოს ბანკს შორის მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში უნდა გაირკვეს. ვერცხლის ლიგის ფინალური შეხვედრა 15 ივლისს ჩატარდება.
Sbm.ge გამარჯვებული გუნდის მოთამაშეს გაესაუბრა
რევაზ ქემოკლიძე, ბაქსვუდი: “დაძაბული, გადამწყვეტი ნახევარფინალი იყო, მინდა ჩემს გუნდს და გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, სავსე ტრიბუნები თითოეული ფეხბურთელისთვის დიდი სტიმულია, დიდი ფეხბურთი ორი წლის წინ დავამთავრე, ვთამაშობ მინი ფეხბურთს, თავიდან ძალიან გამიჭირდა, თუმცა ნელ-ნელა ალღო ავუღე. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ აქ თამაშით. ჯერჯერობით არ არის გარკვეული ფინალში ჩვენი მეტოქის ვინაობა, თუმცა ფინალი ფინალია და ჩვენ მაქსიმალურად მოვემზადებით".