ოქროს ლიგის ნახევარფინალში ვითიბი ბანკი ითამაშებს

ყველა სიახლე
02 ივლისი 2017

ოქროს  ლიგის  ნახევარფინალში ვითიბი ბანკი ითამაშებს

ვითიბი ბანკი ოქროს ლიგის ½ ფინალში ითამაშებს. ”ბანკირებისა” და  საპატრულო პოლიციის გუნდის გადამწყვეტი მეოთხედფინალური   დაპირისპირების  ბედი  7  მეტრიანების  სერიამ  გადაწყვიტა. შეხვედრის  ძირითადი  დროის  1:1 დასრულების  შემდეგ,  საფეხბურთო  ლატარეაში, ვითიბის  ფეხბურთელებს  გაუმართლათ (პენ 3:2). 

ნახევარფინალში ბანკირების  მეტოქე   ნატახტარი იქნება, ამ წყვილში გამარჯვებული  კი  ფინალში  GWP-ს შეხვდება.

Sbm.ge გამარჯვებული გუნდის  მოთამაშეს  გაესაუბრა

ვაკო საღირაშვილი, ვითიბი ბანკი: “ეს  იყო  ძალიან  მნიშვნელოვანი და  გადამწყვეტი მატჩი, მოგეხსენებათ გამარჯვებული  გუნდი გადადიოდა  შემდეგ  ეტაპზე. პატრულის  გუნდი  არის  საუკეთესო. ძალიან  გაგვიჭირდა მოგება ,მაგრამ  მწვრთნელის  ეფექტური  მუშაობითა  და  მთელი  ტაქტიკური  მონახაზებით  მოვახერხეთ  გამარჯვება.  რაც  შეეხება  ჩვენს  მეტოქეს  ნახევარფინალში, ერთ-ერთი ძლიერი გუნდია  ნატახტარი, თუმცა  მოვემზადებით  და  ვეცდებით  საკუთარი თამაში  ვაჩვენოთ."  



  © SBM, 2016-2024