ევროპაბეთმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

ყველა სიახლე
02 ივლისი 2017

ევროპაბეთმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა

ვერცხლის  ლიგის   ½ ფინალური  სერიის  მეორე  შეხვედრაში  ევროპაბეთმა  დაძაბულ ბრძოლაში  4:3  დაამარცხა   საქართველოს  ბანკი  და  სერიის  ანგარიში  გაათანაბრა. გუნდებს  შორის  პირველი  მატჩი საქართველოს  ბანკმა  7 მეტრიანების  სერიაში  მოიგო 3:3 (პენ3:2). 

დღეს, ასევე  ვერცხლის  ლიგის კიდევ ერთი განმეორებითი შეხვედრა  გაიმართება ბაქსვუდსა და ლიბერთი ბანკს  შორის, რომელშიც  სერიას ბაქსვუდი ლიდერობს.

Sbm.ge  ევროპაბეთის  ბომბარდირს  გაესაუბრა.

გიორგი ლუკავა, ევროპაბეთი: “დიდი მადლობა  მინდა  გადავუხადო ჩვენს  მოწინააღმდეგეს  ასეთი კარგი თამაშისთვის. კარგი  ძლიერი გუნდია, დაძაბული თამაში იყო , მოვინდომეთ ბოლომდე და მოვიგეთ. წინა თამაშიც არ იყო ადვილი, დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს , იმედია მეორე თამაშსაც მოვიგებთ და მოვხვდებით ფინალში



  © SBM, 2016-2024