სუპერლიგის თასის მფლობელი მფკ ნატახტარი პირველად გახდა

ყველა სიახლე
01 ივლისი 2017

სუპერლიგის თასის მფლობელი მფკ ნატახტარი პირველად გახდა

სუპერლიგის  თასის  2016-17 წწ  მფლობელი  მფკ  ნატახტარი  გახდა.  ფინალურ  შეხვედრაში   ნატახტარმა   0:3  დაამარცხა   კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტი  და  თავისი  ტიტულოვანი  ისტორიის  მანძილზე  სუპერლიგის  თასს  პირველად დაეუფლა.  

სუპერლიგის  თასის  გათამაშების   საუკეთესო  ბომბარდირი  6 გატანილი  გოლით  ნატახტარის   მოთამაშე  კახაბერ  გოგოხია  გახდა.   მატჩის  საუკეთესო  მოთამაშედ  კი ასევე  ნატახტარის  ფეხბურთელი რევაზ  ინჯგია  დასახელდა. გამარჯვებულ გუნდს  თასი   სპორტული სააგენტო  SBM-ს დირექტორმა  ზაალ ჩიტალაძემ  და   ლუდსახარში  ნატახტარის  დირექტორმა  ხათუნა   ჩხაიძემ გადასცეს.

sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარებს.  

გოგა  ხუროშვილი, კსუ: " მარცხის  მიზეზი  მეტოქე  იყო,  ძლიერი  გუნდი ძლიერი  მწვრთნელით,პროფესიონალები  თამაშობენ  ამ  გუნდში,  შეკრული გუნდია  ძლიერად  ჩაატარეს  დღევანდელი  თამაში  და  შედეგიც  სახეზეა. იყო  მომენტები  რაც  ვერ  გამოვიყენეთ  მაგრამ  ბევრი  მომენტი არც  გვქონია. ვულოცავ  მათ გამარჯვებას  და  წარმატებას  ვუსურვებ.    

რევაზ  ინჯგია, მფკ ნატახტარი: "ძალიან  ძლიერი  მოწინააღმდეგე  გვყავდა მინდა  მადლობა  გადავუხადო  მათ  კარგი  მეტოქეობისთვის.  ვულოცავ  ჩვენს  გუნდს  ამ გამარჯვებას, ეს  მნიშვნელოვანი  იყო.  თასის  აწევა  კი ძალიან  ძვირფასი  და  ღირებულია .ასევე  ძალიან  მნიშვნელოვანია  ფინალურ  თამაშის    საუკეთესო  მოთამაშე რომ გავხდი.

 კახაბერ  გოგოხია, მფკ ნატახტარი: "ძალიან  მნიშვნელოვანი  ჯილდო  მოვიპოვეთ, ფინალამდე  მოსვლა იყო  ძალიან  რთული,  ისეთი  ბარიერები  გადავლახეთ  როგორიც  არის პსპ ძალიან  ძლიერი  გუნდი.  ფინალშიც   რთული  მოწინააღმდეგე  შეგვხვდა,  თუმცა  ჩვენი  გამარჯვებით  დასრულდა.  ბიჭებმა  იბრძოლეს  და  ძალიან  კარგი თამაში  გამოვიდა." 



  © SBM, 2016-2024