სუპერლიგა A-ს ჩემპიონობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და პსპ იბრძოლებენ

ყველა სიახლე
29 ივნისი 2017

სუპერლიგა A-ს ჩემპიონობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და პსპ იბრძოლებენ

სუპერლიგა  A-ს  ორივე  ფინალისტის  ვინაობა ცნობილია.  1/2  ფინალური  სერიის  მესამე  გადამწყვეტ შეხვედარში  სფფ-მ 5:3 დაამარცხა  მფკ ნატახტარი და  ფინალური  შეხვედრის  საგზური  მოიპოვა,   სფფ-ს  მეტოქე კი  ფინალურ მატჩში   პსპ იქნება.  

შგახსენებთ  რომ   ნახევარფინალური  სერიის  პირველი შეხვედრა  მფკ ნატახტარსა  და  სფფ-ს  შორის 1:3 სფფ-ს  გამარჯვებით  დასრულდა.  სერიის მეორე  მატჩში  კი   4:3  მფკ ნატახტარმა  მოიგო. პსპ-მ კი ნახევარფინალურ  სერიაში იუსტიციის  სამინისტროს  დანაშაულის  პრევენციის  გუნდი ორ  შეხვედრაში  დაამარცხა  და  სერიაში 2:0  დამაჯერებლად გაიმარჯვა.  

 ფინალური  მატჩი  8  ივლისს  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში გაიმართება. 

sbm.ge გამარჯვებული გუნდის  მოთამაშეებს  გაესაუბრა

ალექსანდრე  იაშვილი,სფფ: "პირველ რიგში ძალიან  დაძაბული თამაში  იყო. ფაქტია, სამი თამაში  დაგვჭირდა  გამოგვევლინა  გამარჯვებული.  ვიცოდით რომ ძალიან  ძლიერი  მეტოქე  გვყავდა, თუმცა  ამიტომაც არის  ფეხბურთი ასეთი სანახაობრივი და  საინტრესეო თამაში.რაც შეეხება  ფინალში ასპარეზობას მთავარია  რომ  ფინალში  ვართ , მოწინააღმდეგეს  დიდი პატივისცემით  ვეპყრობით, მაგრამ  რა თქმა  უნდა  ვთამაშობთ  მოსაგებად  და  სიამოვნების  მისაღებად."

ალექსანდრე  ამისულაშვილი სფფ: "რაც შეეხება  ფინალში  ჩვენს  მეტოქეს,  მე  პსპ-ს  ბევრი თამაში არ  მინახავს,  თუმცა  ვიცი  რომ საკმაოდ  სერიოზული გუნდია, მათ სიძლიერეზე  ისიც  მეტყველებს,  რომ ფინალში  გავიდნენ. სერიოზულად  უნდა  მოვემზადოთ და  იმედი  მაქვს  საინტერესო თამაში  გამოვა.  რაც შეეხება  დღევანდელ თამაშს  დაძაბული მატჩი იყო  და  სულ ასეა ნატახტარის გუნდთან. თუმცა  საბოლოოდ  ყველაფერი კარგად  დამთავრადა  ფინალში  გავედით და  პირადად ჩემთვის , ფეხბურთელისთვის  რომელმაც  ახლა  დავასრულე  კარიერა  დიდ  ფეხბურთში,   მნიშვნელოვანია   მქონდეს  სამოყვარულო ლიგის  ტიტულიც.  ლიგის  რომელიც  ძალიან  მაღალ დონეზეა  ორგანიზებული.ძალიან  კარგია  რომ ჯანსაღი ცხოვრების  წესით  ვცხოვრობთ." 



  © SBM, 2016-2024