29 ივნისს სუპერლიგა A-ს მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა

ყველა სიახლე
28 ივნისი 2017

29 ივნისს სუპერლიგა A-ს მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა

29 ივნისს, 19:00 სთ-ზე, თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  სუპერლიგა A-ს  ნახევარფინალური  სერიის  გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება. ფინალში მოსახვედრად მფკ ნატახტარი და  სფფ-ი იბრძოლებენ. 

სუპერლიგა A-ს  ნახევარფინალური  სერიის  პირველი შეხვედრა  მფკ ნატახტარსა  და  სფფ-ს  შორის 1:3 სფფ-ს  გამარჯვებით  დასრულდა.  სერიის მეორე  მატჩში  კი   4:3  მფკ ნატახტარმა ოიგო და  ამ  გამარჯვებით   სერიის  ანგარიში გაათანაბრა.  შეგახსენებთ, რომ   სუპერლიგა A-ს  ფინალში მფკ ნატახტარსა და  სფფ-ს  შორის  გამარჯვებული  პსპ-ს  შეხვდება, ფინალური  მატჩი  8  ივლისს  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში გაიმართება. 



  © SBM, 2016-2024