სუპერლიგა B-ს ფინალში Funday და ევროკრედიტი ითამაშებენ

ყველა სიახლე
25 ივნისი 2017

 სუპერლიგა B-ს ფინალში Funday და ევროკრედიტი ითამაშებენ

სუპერლიგა B-ს   ფინალისტების  ვინაობა  ცნობილია.  ლიგის  მთავარი  ტიტულისთვის  FUNDAY და  ევროკრედიტი  იბრძოლებენ,  1/2  ფინალური სერიის  განმეორებით შეხვედრაში  FUNDAY-იმ  პირველი შეხვედრის  მსგავსად  4:0 დაამარცხა  საქართველოს  უნივერსიტეტი და   სადებიუტო  სეზონში  პირველი ტიტულისთვის  იბრძოლებს.   რაც  შეეხება  ევროკრედიტს,  მათ განმეორებით შეხვედრაში ტექნიკური  მოგების  ხარჯზე  მოიპოვეს  ფინალური ეტაპის  საგზური.  ფინალური  დაპირისპირება  2  ივლისს გაიმართება.    

თევდორე მაყაშვილი, FUNDAY: "მოსაგებად  ვიყავით გამოსული, ჩვენი ერთ-ერთი  მიზანი  ფინალში  თამაში  იყო.  იოლი  მეტოქე არ  გვყავდა  ნამდვილად,  მიუხედავად  იმისა, რომ  პირველი  თამაში  დამაჯერებლად  გვქონდა  მოგებული.რეგულარულში  ერთი  თამაში წაგებული გვქონდა  ამ  გუნდთან. ყველანაირად შევეცადეთ  მოგვეგო  და  გაგვიმართლა  ნამდვილად.  რაც  შეეხება  ჩვენს  მეტოქეს  ფინალში, ევროკრედიტია,  საკმაოდ  ძლიერი  მოწინააღმდეგეა.  რეგულარულში  1:0 გვაქვს  მოგებული ამ  გუნდთან დაძაბული თამაში  იყო და  კარგი  ფინალი  გვექნება."   

 

 

 

 



  © SBM, 2016-2024