საქართველოს ბანკი 1/2 ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ყველა სიახლევერცხლის ლიგის 1/2 ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს ბანკი და ევროპაბეთი დაუპირსპირდა, მატჩის ბედი საფეხბურთო ლატარიამ გადაწყვიტა, მატჩის ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა. შვიდმეტრიანი დარტყმების სერია კი 3:2 საქართველოს ბანკის გამარჯვებით დასრულდა . ფინალის მეორე საგზურისთვის ბაქსვუდი და ლიბერთი ბანკი იბრძვიან, სერიას ბაქსვუდი ლიდერობს.
ლევან კოპალიანი, ევროპაბეთი: "ძალიან დაძაბული თამაში იყო და უფრო არ გაგვიმართლა ვიდრე მოწინააღმდეგეს. ვაჩუქეთ ბოლო ბურთი და იმედი მაქვს შემდეგ თამაშზე იღბალი ჩვენს მხარეს იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე."
დათო ფარაჯანაშვილი, საქართველოს ბანკი: " საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაში გამოვიდა, მატჩის შედეგიდან გამომდინარე პენლების სერიაში გამოვლინდა გამარჯვებული, ჩვენი შეცდომებიდან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ რომ შემდეგ თამაშზე ამ შეცდომებს გავითვალისწინებთ. ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებთ და ჩვენ კიდევ გავაანალიზებთ ამ თამაშს და შემდეგში შეცდომებს გამოვასწორებთ.