პსპ, სუპერლიგა A-ს ფინალშია

ყველა სიახლე
25 ივნისი 2017

პსპ, სუპერლიგა A-ს ფინალშია

პსპ, სუპერლიგა  A-ს პირველი  ფინალისტია. დღეს  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  სუპერლიგა  A-ს 1/2  ფინალური  სერიის   მეორე  შეხვედრა  გაიმართა,  რომელშიც   "ფარმაცევტებმა" იუსტიციის  სამინისტროს  დანაშაულის  პრევენციის  გუნდი, დიდი  ანგარიშით  12:6  დაამარცხეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. პირველი  შეხვედრა პსპ-ს 5:2 ქონდა მოგებული.   პსპ-ს  მეტოქე  ფინალში,   ნატახტარსა  და  სფფ-ს  შორის  გამარჯვებული  იქნება.

sbm.ge  გამარჯვებული  გუნდის  მოთამაშეს  გაესაუბრა.  

ლევან  სარდანაშვილი, პსპ: " ვულოცავ  ჩვენს  ბიჭებს,  მთელი  წელი  ვშრომობდით  და  ვფიქრობ  რომ  ეს  ფინალი  დავიმსახურეთ  რაც შეეხება მოწინააღმდეგეს  ორი ძალიან ძლიერი გუნდია , რაც მათ პირველივე თამაშშიც დაფიქსირდა, ძალიან დაძაბული თამაში იყო. ნებისმიერი გუნდი, რომელიც ფინალში გავა, იქნება ღირსეული მეტოქე, იქნება ბრძოლა და გაიმარჯვებს უძლიერესი. და იმედია ჩვენ ვიქნებ ით ეს უძლიერესი. 

 



  © SBM, 2016-2024