პირველად, GWP ოქროს ლიგის ფინალშია!!!

ყველა სიახლე
24 ივნისი 2017

პირველად, GWP ოქროს ლიგის ფინალშია!!!

დღეს, თბილისის  ოლიმპიურმა  სასახლემ  ოქროს  ლიგის  1/2 ფინალური  სერიის  განმეორებით შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც  ერთმანეთს  საქართველოს  ფოსტა  და  GWP დაუპირისპირდნენ, შეხვედრა  ამ  უკანასკნელის გამარჯვებით 2:0  დასრულდა, რის შემდეგაც სერიაში ანგარიში 2:0 გახდა და  ოქროს  ლიგის  ფინალის საგზურიც სწორედ GWP-იმ მოიპოვა. რაც  შეეხება  ფინალში  მათ  მეტოქეს,   მეორე  ნახევარფინალში  ნატახტარი,   ვითიბი -პატრულს  შორის მეოთხედ  ფინალური  ეტაპის    მესამე  გადამწყვეტ შეხვედრაში  გამარჯვებულს დაუპირისპირდება.   

sbm.ge  გუნდების  წარმომადგენლებს  გაესაუბრა.

შოთა  ფარულავა, საქართველოს  ფოსტა: „ დაძაბული თამაში  იყო მოსალოდნელი  და  ასეც  იყო,  წინა  თამაშში  იღბალმა  გვიმტყუნა  და  პენლების  სერიაში  მოიგო  მოწინააღმდეგემ,  დღევანდელ   მატჩშიც  დამსახურებულად  გაიმარჯვეს. მოწინააღმდეგე  გუნდმა,  მწვრთნელის  დამსახურებითაც  მოახერხა  გამარჯვება, მათ  ჩაკეტილი  მობილიზებული  თამაში აჩვენეს  და  დამსახურებულადაც მოიგეს.  წარმატებებს  ვუსურვებ  GWP-ს". 

გიორგი  აფციაური, GWP: “ძალიან  კარგი  თამაში იყო გუნდებმა  მართლაც, რომ  ძალიან  მაგრად  ვიბრძოლეთ  რა  თქმა  უნდა  ფეხბურთი გამართლებაც არის, დღეს  ჩვენსკენ  იყო ფორტუნა, ძალიან  მოხარულები ვართ, რადგანაც რამდენიმე   წელია  ჩვენი  გუნდი ამისთვის  იბრძვის  და  პირველად  გავედით  ფინალში,  ძალიან კარგი შეგრძნებაა  და  ვულოცავ  ჩემს  გუნდს  ამ  გამარჯვებას,  მადლობა  მოწინააღმდეგეს  ესეთი  ბრძოლისთვის  და  და  რაც  შეეხება  ფინალურ  მატჩს  განსაკუთრებულად  მოვემზადებით  ამ  შეხვედრისთვის 

 ლაშა  თურმანიძე, GWP: „ ძალიან დაძაბული სეზონი იყო,  ხანგრძლივი  და  საბოლოოდ  რისთვისაც  ვიშრომეთ  დაგვიფასდა  გავედით  პირველად  ფინალში  სამი  წელია  რაც  ბიზნესის  ჩემპიონთა  ლიგას  ვთამაშობთ  და  ამისთვის  ვიბრძვით.  მიხარია,  რომ  შრომა  დაგვიფასდა.  ფინალში  ყველა  გუნდი  თანაბარია  და  შანსები  50/50-ზეა,  იმედი მაქვსს გავიმარჯვებთ. 



  © SBM, 2016-2024