ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი,როგორ შეიძლება სწორი მენეჯმენტით მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში

ყველა სიახლე
23 ივნისი 2017

ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი,როგორ შეიძლება სწორი მენეჯმენტით მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში

ფეხბურთის  ფედერაციის  პრეზიდენტმა  ლევან  კობიაშვილმა  sbm.ge-თან  საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2016-17 წწ გათამაშება შეაჯამა. ასევე  სპორტული სააგენტო SBM-სა და  სფფ-ის შორის   თანამშრომლობასა და   ბიზნეს ლიგის  მნიშვნელობაზე ისაუბრა.  მან ასევე  ჩვენთან  საუბრისას  სპორტში ბიზნეს  სექტორის  ჩართულობასა აუცილებლობასა  და  ფეხბურთის, როგორც  სპორტის ამ   სახეობის  მასობრიობის გაზრდას  გაუსვა  ხაზი. 

 

რას  იტყოდით   ფუტსალის  ლიგის 2016-2017 წწ ჩემპიონატზე?

ჩემი ჩართულობა,  როგორც  ფეხბურთის  ფედერაციის  პრეზიდენტის  ადასტურებს  თუ რამდენად  მომწონს  ლიგა  და  რამდენად  კმაყოფილი ვარ. დანარჩენი  გულშემატკივარმა  და  მედიის  წარმომადგენლებმა  შეაფასონ.  რაც შეეხება  ამ  ჩემპიონატს  რამდენიმე  სიახლე  იყო, გუნდების  რაოდენობა,  გასვლითი  ტურები , რომლებიც  მნიშვნელოვანი  იყო და  მივესალმები.

 საკმაოდ  დაძაბული და  საინტერესო  ფინალური  სერია  შედგა  ფუტსალის  ლიგის  გათამაშებაში,  თქვენთვის  რამდენად  მოსალოდნელი იყო  ლიგის კულმინაციური  სერია?

 ალბათ თავიდანვე  ცხადი  იყო. ეს  ორი  გუნდი ჩემპიონატის  ლიდერი  იყო  და  დამსახურებულად  გავიდნენ ფინალშიც, თუმცა  პირველი თამაშის  შემდეგ  სიმართლე  გითხრათ  ნამდვილად  არ  მეგონა  რომ  ასეთი დასარული ექნებოდა  ლიგას, მაგრამ  მოხდა  ის  რაც  კიდევ  ერთხელ  ხაზს  უსვამს  არამარტო დიდ  ფეხბურთშიც  არამედ ფუტსალშიც  თუ რატომ არის   სპორტის ეს  სახეობა  ასეთი საინტერესო,  იმიტომ  რომ არის სიურპრიზებით  სავსე.

გუნდი, რომელიც  არ დანებდა  მაქსიმალურად  ეცადა  რომ შედეგს  მიეღწია გახდა  ჩემპიონი სტუ-თელასის  სახით. ვთვლი რომ  გულშემატკივრისთვის  იყო  მართლაც  საოცრება.  ყველანაირად  გაამრთლა, ვიქნები  სწორი  და ავღნიშნავ,   რომ  არ  გვინდა  სადღაც  ფრენა  საოცრებებზე  საუბარი,  უნდა  დავეშვათ  მიწაზე ვიყოთ  მყარად  და  უნდა  ვეცადოთ,  რომ  შემდეგი სეზონი  იყოს უფრო  უკეთესი. 

რაც შეეხება  სპორტული სააგენტო SBM-სა და საქართველოს  ფეხბურთის  ფედერაციის თანამშრომლობას...

მე მგონი,  პირველი სეზონის  შემდეგ, როდესაც  ჩვენ   ერთად  ჩავატარეთ ჩემპიონატი, შემდეგ  გავაგრძელეთ და  თქვით, რომ ჩვენ  კმაყოფილები  ვართ  ჩვენი  ერთობლივი  პროდუქტით რაც  შევქმენით ამით ყველაფერი ითქვა.  მე  დარწმუნებული  ვარ  რომ ჩვენი  ერთობლივი  ძალებით  შემდეგ სეზონს  უფრო   საინტერესოს  შევთვაზებთ  გულშემატკივარს. 

 

რას  იტყოდით  მინი  ფეხბურთში  ბიზნეს  სექტორის   ჩართულობაზე,  რამდენად  მნიშვნელოვანია  სპორტში  ბიზნესის  ჩართულობა?

SBM არის  მართლაც  მაგალითი  ბევრისთვის, როგორ  შეიძლება  სწორი  მენეჯმენტით  სწორი  დაგეგმით  მოიზიდო კერძო სექტორი, თუნდაც  ის,  რომ ჩემპიონატში მფკ  ტატიშვილი თამაშობს ეს  ხომ მანამდე  არ  იყო. ეს  არის  სწორი  მიდგომა,  გრძელვადიანი  იდეა, რომელიც  ყოველ წელს  უფრო და  უფრო ამტკიცებს, რამდენად  სწორად  მუშაობს SBM.   პირველი  წელი არ არის  რაც  ჩვენ  ვიღებთ  ბიზნეს  ლიგაში  მონაწილეობას. წლების  წინ სულ სხვა  დარბაზში  ტარდებოდა, წელს  იდეალური  პირობები  აქვს  გუნდებს, გაცილებით  მეტი  კომპანიები  ჩაერთნენ  ამ  გათამაშებაში, ანუ ფაქტია რომ გაამართლა. 

 რამდენად  უწყობს  მსგავსი  ტურნირები   ხელს  ჯანსაღი ცხოვრების  წესის  პროპაგანდას?

რა საკვირველია, ყველა  პროფესიონალი  არ არის  და  ეს ბიზნეს  ლიგა  ნამდვილად  აძლევს  ამ  ადამიანებს  საშუალებას  დაკავდნენ  ჯანსაღი ცხოვრების  წესით, ითამაშონ  ფეხბურთი  სპორტით  იყვენენ  დაკავებულები,  კონკურენციაა  კომპანიებს  შორის,  კომპანიის  წარმომადგენლებიც  ხშირად  ესწრებიან,  ზოგიც  თამაშობს.  თავისთავად  ჩართულობისთვის  და  მასობრიობისთვისაც  მნიშვნელოვანია, ჩვენი  ფუნდამენტია  და  ძირითადი თემა ეს  არის  ფეხბურთში.  ერთ-ერთი მთავარი  როლი  კი ამ ყველაფერში ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგას უკავია. მე  მიხარია  და  მინდა  მადლობა  გადავუხადო   SBM-ს, რომ  ესეთი იდეა  წლების  წინ  შემოგვთავაზა,  რომელიც  ნამდვილად  ამართლებს.     

 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024