ფინალისტების მოლოდინში

ყველა სიახლე
23 ივნისი 2017

ფინალისტების მოლოდინში

24-25 ივნისს, თბილისის ოლიმპიური სასახლე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მორიგ სათამაშო უქმეებს უმასპინძლებს. სეზონის დასკვნითი სტადიის მოახლოებასთან ერთად,  პრინციპულ მატჩებში დაძაბულობა მატულობს, რაც რიგით მეცხრე ჩემპიონატის დასასრულს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. სუპერლიგის და კორპორატიული თასის ფინალისტების შემდეგ, ტიტულებისთვის მებრძოლი გუნდების ვინაობა უკვე ჩემპიონატშიც უნდა გამოვლინდეს და დიდი ალბათობით, შესაძლოა ეს ამ უქმეებზეც მოხდეს.

შაბათის სათამაშო დღე, სტარტს ბრინჯოას ლიგის მე-7 ტურის შეხვედრებით აიღებს.  გათამაშების აუტსაიდერი ჰერმესი ბილტმორს დაუპირისპირდება, ხოლო ელიტა ბურჯი მტკვარი ენერჯისთან გაარკვევს ურთიერთობას.

24.06.2017 . ბრინჯაოს ლიგა. VII ტური

14:00 ჰერმესი - ბილტმორი

15:00 ელიტა ბურჯი - მტკვარი ენერჯი

შაბათსვე გაიმართება სუპერლიგა C -ს მე-5 ტურის ერთი შეხვედრაც, რომელშიც ერთმანეთს ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდები დაუპირისპირდებიან.

24.06.2017. სუპერლიგა C.  V ტური

16:00 ტატიშვილი - ეთა

შესაძლოა შაბათს გაირკვეს ოქროს ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობაც. საქართველოს ფოსტისა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“  განმეორებითი შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება და გამომდინარე ამ გუნდების პირველი დაპირისპირებიდან, რომელშიც GWP-იმ წარმატებას 7 მეტრიანების სერიაში მიაღწია,  უაღრესად საინტერესო ორთაბრძოლაა მოსალოდნელი.

24. 06.2017. ოქროს ლიგა. 1/2 ფინალი (II)

17:00  საქ. ფოსტა - GWP  (0:0 პენ. 1:3)

 

ბრინჯაოს ლიგის მე-7 ტურის ორი შეხვედრა გაიმართება კვირას. DHL სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო დომსონის მეტოქე ხალიკ ბანკი იქნება.

25.06.2017. ბრინჯაოს ლიგა. VII ტური

11:00 DHL - სდსს

18:00 დომსონი - ხალიკ ბანკი

სუპერლიგა C -ში გაიმართება მე-5 და მე-6 ტურის თითო შეხვედრა. ჯეო ჰოლდინგი აჭარა ჯგუფს დაუპირისპირდება, ხოლო უნიკრედიტის მეტოქე Menu.ge იქნება.

25.06.2017. სუპერლიგა C.  V ტური

12:00 ჯეო ჰოლდინგი - აჭარა ჯგუფი

25.06.2017. სუპერლიგა C.  VI ტური

19:00 Unicredit.Ge – Menu.Ge

 

ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალური სერიის პირველ შეხვედრას გამართავენ რეგულარული სეზონის გამარჯვებული საქართველოს ბანკი და მიმდინარე სეზონის კორპორატიული თასის ფინალისტი ევროპაბეთი. მატჩი 15:00 სთ-ზე დაიწყება.

25.06.2017. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (I)

15:00 საქართველოს ბანკი - ევროპაბეთი

 

ნახევარფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება სუპერლიგაში.

ზესტაფონის „ფერო“, ევროკრედიტთან პირველი წაგების შემდეგ (3:6), ეცდება სერიაში ანგარიშის გათანაბრებას და ფინალში გასასვლელი შანსის შენარჩუნებას. რაც შეეხება რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდს, Funday პირველ შეხვედრაში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდთან დამაჯერებელი მოგების შემდეგ (4:0), მეორე დაპირისპირების წინაც უპირობო ფავორიტად ითვლება.

25.06.2017. სუპერლიგა B.  1/2 ფინალი (II)

14:00 სკ ფერო - სკ ევროკრედიტი (3:6)

16:00 Funday Ent. – FC UG (4:0)

საინტერესო დაპირისპირებება მოსალოდნელი სუპერლიგა A-ში. პსპ, რომელიც მიმდინარე სეზონის მთავარ ფავორიტად არის შერაცხული, სუპერლიგის თასის ½ ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, გაორმაგებული ძალებით ეცდება ამ სტატუსის შენარჩუნებას და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდთან განმეორებით შეხვედრაში ფინალის საგზურის მოპოვებას. „ფარმაცევტებს“ პირველი მატჩი 5:2 აქვთ მოგებული. რაც შეეხება მეორე წყვილს, მიუხედავად პირველ შეხვედრაში სფფ-ს გამარჯვებისა (3:1), მფკ ნატახტარი ვერანაირად ვერ იქნება იოლი მეტოქე და მიზნის მისაღწევად ბოლომდე ბრძოლასაც „არ ითაკილებს“, შესაბამისად კალაძე და კომპანიას ურთულესი მატჩი ელით წინ. დაპირისპირება 17:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

25.06.2017. სუპერლიგა A.  1/2 ფინალი (II)

13:00 FC PSP – CFCP (5:2)

17:00 მფკ ნატახტარი- სფფ (1:3)

 

უკვე ამ უქმეებიდან, დარბაზში მოსულ გულშემატკივარს სასიამოვნო სიახლე ელით. ცენტრალურ თამაშებზე გაიმართება სახალისო კონკურსი „გაუტანე გოლი ზვიად კუპატაძეს“, რომლის გამარჯვებულები ლიგის ტექნიკური პარტნიორის, ესპანური ბრენდ JOMA-ს პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, სასტუმრო „ბილტმორი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024