ქუთათურთა დერბი, გაყოფილი ქულები და ლიგა 2-ის სხვა მატჩები!

ყველა სიახლე
25 ნოემბერი 2026

ქუთათურთა დერბი, გაყოფილი ქულები და ლიგა 2-ის სხვა მატჩები!
“UG 2” VS “რუსთავი” - 3:2
 
“იუჯიმ” “რუსთავი” დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა. 
 
“უნივერსიტეტრლებმა” პირველ 11 წუთში მოახერხეს 3 გოლის გატანა, რაც შეხვედრის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.
 
ვიხილეთ ესებუას, ხაჩატუროვის და კოპალიანის გოლები.
 
პირველ ნახევარში ერთი ბურთი მერზლიაკოვმა გაიტანა.
 
31-ე წუთზე გოგოლაძემ
 
გაიტანა, რომელიც მატჩის საბოლოო გოლი გამოდგა.
 
MVP - დავით ჯეირანოვი.
 
“35-ე სკოლა” VS “BSC” - 4:14
 
დიდი უპირატესობიატ დაამარცხა “ბათუმის სპორტულმა ცენტრმა” “35-ე სკოლა” და პირველი 3 ქულა აიღეს.
პირველ ტაიმში გუნდმა 9 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში მხოლოდ 2 მიიღო და შეხვედრის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა.
“35-ე სკოლიდან” ჰეთრიქი აკაკი ქიმერიძემ შეასრულა.
 
“ბათუმიდან” პოკერი ბესიკ ბალაძეს ეკუთვნის, ჰეთრიქი დავით მამალაძეს, დუბლი ვახტანგ ბაღაშვილმა და ლევან ფარტენაძემ შეასრულეს, თითო გოლი კი დევაძემ, ზვიად შამილაძემ და ივანიაძემ გაიტანეს. 
 
MVP - ბესიკ ბალაძე!
 
დაძაბული გამოდგა ლიდერების, “FLC03”-ისა და “ლომისა 2”-ის დაპირისპირება, რომელიც “ფალკონთა” გამარჯვებით, 4:3 დასრულდა.
 
პირველივე წუთზე გიორგი აირაპეტიანმა გაიტანა, საპასუხოდ კი ბექა მირიანაშვილის გოლი ვნახეთ მე-16 წუთზე.
 
დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, 22-ე წუთზე მირიანაშვილმა საკუთარი გუნდი უკვე წინ გაიყვანა, 30-ე წუთზე კი ლევან კოშაძემ 2 ბურთიანი გახადა უპირატესობა. 
 
“ლომისას” კარგი 3 წუთიანი მომენტუმი ჰქონდა, ჯერ ლევან გუგუციძემ გაიტანა, ხოლო მალევე აირაპეტიანმა კიდევ ერთხელ აიღო მოწინააღმდეგის კარი და 3:3!
 
გამარჯვების მომტანი გოლი გიორგი ხმალაძის ანგარიშზეა, საგოლე პასი კი მირიანაშვილს ეკუთვნის -4:3!
 
MVP - ბექა მირიანაშვილი!
 
“FLC03”-ს 4/4 გამარჯვება აქვს და ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.
 
“შევარდენი 2012” VS “ქუთაისი” - 5:5
 
“ქუთაისური დერბი”, დაძაბული მატჩი, გატანილი 10 გოლი, სადაც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
მატჩის საწყისმა წუთებმა “შევარდენის” უპირატესობით განვლო, თორნიკე ჭურაძემ და ნიკოლოზ ხარაიშვილმა თითო გოლი გაიტანეს და მე-11 წუთისთვის ტაბლოზე 2:0 გვქონდა.
 
“ქუთაისიდან” პირველი გოლის გატანა გიორგი ხიდეშელმა შეძლო, შემდეგ ბაკურ გულუას ქონდა 10–მეტრიანი დარტყმიდან ანგარიშის გათანაბრების საშუალება, შემდეგ კი სპარტაკ ლომიძეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში იოანე იდაძემ მოახერხა დარტყმულის მოგერიება.
გუნდებმა ტაიმი 3:3 დაასრულეს.
 
მეორე ტაიმში სპარტაკ ლომიძემ მატჩში პირველად გაიყვანა წინ საკუთარი გუნდი - 3:4.
 
მატჩი ეპიზოდური უპირატესობებით მიმდინარეობდა, “შევარდენმა” თავის უპირატესობა ჯერ 26-ე წუთზე ალექსანდრე კაბოსნიძის გოლით გამოავლინა, შემდეგ კი 33-ე წუთზე ჭურაძემ მისთვის მეორე გოლი გაიტანა და გუნდი კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ - 5:4.
 
34-ე წუთზე სპარტაკ ლომიძეს კიდევ ერთი შანსი მიეცა 10-მეტრიანი ნიშნულიდან, მაგრამ ამჯერადაც იოანე იდაძემ აჯობა (მესამედ მოგერიებული 10-მეტრიანი)!
 
ამავე წუთზე ანდრიაძის კარგ მოქმედებებს, ლომიძის გოლი მოყვა, მე-3 ნომერმა თამაშიდან შეძლო წონასწორობის აღდგენა - 5:5.
 
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად იოანე იდაძე და დათო ანდრიაძე დასახელდნენ!
 
თანაბარი თამაში, სადაც გუნდებმა ქულები დამსახურებულად გაიყვეს. 
 
მე-6 ტურის შეხვედრები 28 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.


  © SBM, 2016-2026