Betsson X SBMLeague: მეცხრამეტე სეზონის პირველი სათამაშო დღე შედგა!
ყველა სიახლე
22 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წწ. სეზონმა აიღო სტარტი.
რიგით მეცხრამეტე სეზონი ვერცხლის ლიგის მატჩით გაიხსნა. გასული სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებულმა „Everstone”-მა „რუსთავის აზოტთან“ 4-1 იმარჯვა. შეხვედრაში დუბლით ნიკა ხარჩილავა და თორნიკე ჯანაშვილი გამოირჩნენ.
„TTC“-მ „ბაზისბანკთან“ პირველი ტაიმის შემდეგ ერთბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და საბოლოოდ მეტოქე 3-1 დაამარცხა.
ბრინჯაოს ლიგაში „თელასმა“ „ფარვანას“ 4-1 მოუგო. ამავე ანგარიშით მოიპოვა გამარჯვება „NS Studio“-მ „ბანკი ქართუსთან“. „არქიტექტორების“ რიგებიდან საუკეთესო დუბლით და საგოლე გადაცემით ირაკლი კლიმიაშვილი იყო.
ოქროს ლიგაში სამი ქულა მიითვალა „ნიკორამ“, რომელმაც „საქართველოს ბანკს“ ნიკა ჯოლოხავას დუბლით და გიორგი ღონღაძის გოლით 3-1 მოუგო.
ოქროს ლიგის სხვა მატჩში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „GM ვარციხე“, „ენერგო-პრო“-ს დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი იყო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „ენერგეტიკოსები“ წინ ლაშა ნინიკაშვილმა გაიყვანა. “GM“-მა წონასწორობა მალევე აღადგინა და იმავე წუთზე დაწინაურდა კიდეც. თამაშის მიწურულს გიორგი კუხიანიძემ გოლს საგოლე გადაცემათ დაუმატა და საბოლოო ანგარიში 3-1 დაფიქსირდა.
მარტივი გამარჯვება იზეიმეს „შსს“-მ და „არმიამ“ მეტოქეებთან. „შსს“-მ „ავერსთან“ 5-0 იმარჯვა, „არმიელებმა“ კი „ბაქსვუდი“ 6-0 დაამარცხეს. „ძალოვნების“ რიგებში ხუთივე გოლი სხვადასხვა მოთამაშის სახელზეა. „არმიაში“ კი ჰეთ-თრიკის თავი ლაშა ფოფხაძემ იჩინა, დუბლი გაიფორმა შაკო ცირამუამ.
ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სათამაშო დღე 29 ნოემბერს შედგება, სადაც ერთმანეთს საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.

