ფუტსალის ლიგა 3-ში მე-4 ტურის მატჩები გაიმართა!

ყველა სიახლე
25 ნოემბერი 2026

ფუტსალის ლიგა 3-ში მე-4 ტურის მატჩები გაიმართა!
20 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალის ლიგა 3-ის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა.
 
“ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა” “გრანდ ავლაბარი” 7:3 დაამარცხა და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა.
 
პირველი ნახევარი 2:1 დასრულდა. მე-4 წუთზე ნიკოლოზ ქოიავას ავტოგოლის შედეგად დაწინაურდნენ ბათუმელები, მე-17 წუთზე ზურაბ გასვიანმა გაათანაბრა, მე-18 წუთზე კი მათე მესხიძის გოლით კვლავ წინ გავიდა გუნდი და ტაიმი მოიგო.
 
მეორე პერიოდი “აჭარლებმა” მეტად დამაჯერებლად ჩაატარეს და მეორე ნახევარში კიდევ 5 გოლის გატანა შეძლეს!
 
ს.ა. 7:3.
 
MVP - ანრი ჩხუბაძე!
 
“EU” VS “თსუ 2” - 6:2
 
უნივერსიტეტულ დერბში “ევროპის უნივერსიტეტმა” დამაჯერებლად იმარჯვა და ცხრილში პირველ პოზიციაზე გადავიდა.
 
ანგარიში ვახტანგ დადიანმა, ლუკა გაგნიძის საგოლე გადაცემის შედეგად გახსნა.
 
2 წუთიან მონაკვეთში, გიორგი ხუგაშვილისა და თარხნიშვილის გოლებით “EU” წინ გავიდა - 2:1.
 
მეორე ტაიმის სტარტზე “ევროპის უნივერსიტეტელთა” მეკარის, ლერი უტიაშვილის გოლი ვნახეთ საკუთარი საჯარიმოდან - 3:1! 
 
32-ე წუთზე გიორგი გიორგაძემ, მოთამაშე მწვრთნელმა, საკმაოდ ლამაზი საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლი შემოგვთავაზა და საკუთარ გუნდს კიდევ უფრო კომფორტული უპირატესობა შეუქმნა.
 
გატანილ 4-ს გუნდმა კიდევ 2 დაუმატა და მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა!
 
MVP - გიორგი გიორგაძე!
 
“ტფილისი” VS “ბრიჯი” - 6:7
 
ბრიჯის კიდევ ერთი ქამბექი მიმდინარე სეზონში და გამარჯვება ტფილისთან!
 
ტურის გამორჩეული შეხვედრა, სადაც ბრიჯელებმა 4 ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლეს.
 
მატჩის სტარტი და პირველი ტაიმი “ტფილისელებს” იდეალური გამოუვიდათ, მე-16 წუთისთვის გუნდი 4:0-ს იგებდა და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი გაუშვეს.
 
შესვენების შემდეგ, “ბრიჯმა” ტემპს უმატა, შედეგად გუნდმა 3 გოლის გატანა მოახერხა და 30-ე წუთისთვის ანგარიში გათანაბრდა - 4:4.
 
6 წუთში გუნდებმა კიდევ 2-2 გოლი გაცვალეს, თამაშის გადამწყვეტი გოლი კი ანატოლი მესიაჩენკომ, ლაშა ჯინჭარაშვილის საგოლე გადაცემის შემდეგ გაიტანა - 6:7!
 
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლაშა ჯინჭარაშვილი დასახელდა - 3 გოლი და 2 ასისტი.
 
ბრიჯმა პირველ ტურში დაკარგული ქულების შემდეგ, ზედიზედ მესამედ იმარჯვა.
 
“ილიაუნი” VS “ ბაქსვუდი” - 9:1
 
ტურის დასკვნითი მატჩი, სადაც “ილიაუნმა” მეტოქეს 9 გოლი გაუტანა და მარტივი 3 ქულა მოიპოვა.
 
პირველი ტაიმი “უნივერსიტეტის გუნდმა” 4:0 იმარჯვა, მეორე კი 5:1.
 
ჰეთრიქი გაიფორმა ლუკა სიჭინავამ, დუბლი გიორგი წიქვაძემ და ვახტანგ ტალახაძემ შეასრულეს, 1 გოლი ნიკა ჭკადუას ანგარიშზეა, ერთიც კი გეგა გიგაშვილის ავტოგოლია.
 
ბაქსვუდიდან “პრესტიჟის” გოლი ლაშა ხუციშვილმა გაიტანა.
 
MVP - ლუკა სიჭინავა!
 
ლიგა 3-ის მე-ტური 27 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.


  © SBM, 2016-2026