ბაქსვუდის 3/3 გამარჯვება და პირველი ადგილი ცხრილში!
ყველა სიახლე19 ნოემბერი 2026
“ბრიჯი” VS “ილიაუნი” - 5:3
გიორგი კანკიას რეპოკერით “ბრიჯმა” “ილიაუნი” დაამარცხა და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
“უნივერსიტეტელებმა” პირველი ნახევარი დამაჯერებლად ჩაატარეს და 0:2 იმარჯვეს.
შესვენებიდან დაბრუნებულმა “ბრიჯმა”, კერძოდ კი გიორგი კანკიამ 5 გოლი გაიტანა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა!
“ილიაუნი” მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი კანკია დასახელდა.
“გრანდ ავლაბარი” VS “თსუ 2” - 5:8
“თესეუელებმა” “ავლაბრელები” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს.
პირველი ნახევარი გუნდმა 1:3 იმარჯვა, 2 გოლის გატანა გეგი კოკაიამ გაიტანა 1 კი ნიკა ქარცივაძემ.
“ავლაბრელთა” მხრიდან 6-მეტრიანიდან თავი ბესო ქებურიამ იჩინა, რომელსაც გამორჩეული შეხვედრა ქონდა.
მეორე პერიოდი მეტად დაძაბული გამოდგა, პირველი ნახევრის მსგავსად “უნივერსიტეტის გუნდმა” მეორეც მოიგო, ანგარიშით 4:5.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლაზარე ჯავაშვილი - 1 გოლი და 5 საგოლე პასი.
“ტფილისი” VS “EU” - 2:3
“ევროპის უნივერსიტეტის” ზედიზედ მეორე გამარჯვება და “ტფილისელთა” პირველი მარცხი. პირველი ტაიმი გუნდებმა ფრედ, 1:1 დაასრულეს და შესვენებაზე საბრძოლო ანგარიშით გავიდნენ.
24-ე წუთზე გიორგი თარხნიშვილმა “EU” დააწინაურა. 33-ე წუთზე ვახტანგ კუსიანმა 2 ბურთიანი გახადა უპირატესობა - 1:3. 35-ე წუთზე ილია ნუცუბიძემ 10-მეტრიანი დარტყმა გამოიყენა, ანგარიშში სხვაობაც შეამცირა, თუმცს გათანაბრება ვეღარ მოხერხდა.
MVP - გიორგი შათირიშვილი.
“ბსუ” VS “ბაქსვუდი” - 3:9
მატჩი ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც “ბაქსვუდმა”მასპინძელი “ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი” დიდი სხვაობით დაამარცხა და მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა.
პირველ 20 წუთში ბაქსვუდმა 4 გოლი გაიტანა, მეორე პერიოდში კი 5.
“ბსუ” 0 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს. “ბაქსვუდი” 9 ქულით ცხრილში პირველია.
MVP - ლუკა ქარაია (4 გატანილი გოლი).
ლიგა 3-ის მე-4 ტური 20 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



.jpg)
.jpg)