"FLC 03“-ის მორიგი გამარჯვება და „ქუთაისის“ გოლების წვიმა!

ყველა სიახლე
19 ნოემბერი 2026

ფუტსალის ლიგა 2-ის მე-4 ტური, 12 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიხსნა და 16 ნოემბერს ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა.
 
ტურის გახსნით შეხვედრაში “რუსთავი” “FLC 03”-ს შეხვდა და მატჩი 1:5 დათმო.
 
შეხვედრამ “ფალკონთა” უპირატესობით ჩაიარა. პირველი ნახევარი გუნდმა ლევან კოშაძის დუბლით 1:2 მოიგო, მეორე ტაიმი კი გიორგი ხმალაძის დუბლითა და იოანე ნუცუბიძის გოლებით 0:3.
 
“რუსთავიდან” ერთადერთი გოლი დავით ქერდიკაშვილმა გაიტანა. ს.ა. - 1:5.
 
“ქუთაისმა” 18 გოლი გაუტანა “35-ე სკოლას” და ცხრილში მარტივი გამარჯვება ჩაიწერა.
 
პირველ პერიოდში “ქუთათურებმა” 8 გოლის გატანა მოახერხეს 2 კი საკუთარ კარში მიიღეს.
 
მეორე ტაიმში “იმერლებმა” მეტოქის კარი კიდევ 10-ჯერ აიღეს, ხოლო უკან მხოლოდ 2 გოლი გაუშვეს.
 
7 გოლი გაიტანა სპარტაკ ლომიძემ, 4 გოლის გატანა ბაკურ გულუამ მოახერხა, 2 აკაკი ბარქაიას ანგარიშზეა, ასევე 2-2 გოლი გაიტანეს ხიდეშელმა და დეისაძემ, 1 გოლი კი დათო ანდრიაძეს ეკუთვნის.
 
ს.ა. - 18-4.
 
“ლომისა 2” 1 VS 8 “შევარდენი” - “შევარდენმა” “ლომისას” სეზონის პირველი ქულები წაართვა!
 
ქუთაისურმა გუნდმა კარგი მატჩი ჩაატარა, მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და ცხრილში მეორე გამარჯვება ჩაიწერა.
 
“იმერლებმა” უპირატესობა შეხვედრის საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს და ტაიმი 0:4 მოიგეს.
 
შესვენებიდან დაბრუნებულებმა საკუთარი უპირატესობა კიდევ უფრო კომფორტული გახადეს, 30-ე წუთისთვის გუნდი 0:6 იგებდა.
 
პრესტიჟის გოლის გატანა “ლომისადან” ლევან გუგუციძემ შეძლო.
 
დუბლების შესრულება ნიკოლოზ ხარაიშვილმა, ცოტნე ჯაჯანიძემ და ლაშა ბუბულაშვილმა მოახერხერს.
 
MVP - ლაშა ბუბულაშვოლი.
 
ტურის დასკვნით თამაშში, რომელიც ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა, ერთმანეთს “BSC” და “UG 2” შეხვდნენ. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. 
 
მატჩის პირველი გოლი გიორგი არაბულმა გაიტანა. ბექა ლორიას და ბესიკ ბალაძის გოლებით “სპორტული ცენტრი” მალევე დაწინაურდა - 2:1.
 
პირველ ტაიმში წონასწორობა კიდევ ერთხელ აღდგა, ამჯერად “უნივერსიტეტელებმა” გაათანაბრეს - 2:2.
 
მეორე პერიოდის სტარტზე ზვიად შამილაძემ მასპინძელი გუნდი კიდევ ერთხელ გაიყავანა წინ, მატჩის მიწურულს კი კოპალიანმა გაიტანა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა - 3:3.
 
საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს.
 
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად მალხაზ შამილაძე და ნიკოლოზ კოპალიანი დასახელდნენ.
 
ლიგა 2-ის მე-5 ტური 21 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს სტარტს.


  © SBM, 2016-2026