“ტფილისი”, “ბრიჯი”, “ბაქსვუდი”, “EU” - გუნდები, რომლებმაც გამარჯვებები მოიპოვეს

ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2026

“ტფილისი”, “ბრიჯი”, “ბაქსვუდი”, “EU” - გუნდები, რომლებმაც გამარჯვებები მოიპოვეს
8 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის შეხვედრები გაიმართა.
 
მეორე ტური “ილიაუნისა” და “ტფილისის” მატჩით გაიხსნა.
 
“ტფილისელებმა” მატჩი ანგარიშით 5:7 მოიგეს და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს.
 
პირველი ნახევრის მოგება “უნივერსიტეტელებმა” 3:2 ანგარიშით შეძლეს. მეორე ტაიმის 23-ე წუთზე გიორგი წიქვაძემ ჰეთრიქი შეასრულა და საკუთარი გუნდი 2 ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა წინ. ტფილისელებმა მეტოქეს შესანიშნავი 10 წუთეული შესთავაზეს, გუნმდა მიჯრით 5 ბურთის გატანა მოახერხა - 4:7.
 
თამაშის მიწურულს კაციტაძემ პოკერი შეასრულა თუმცა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ს.ა - 5:7.
 
“ბსუ” VS “ბრიჯი” - 2:5
 
“ბრიჯმა” სეზონში პირველი გამარჯვება “ბათუმელებთან” მოიპოვეს. 
 
გუნდმა ორივე ტაიმი თანაბარ დონეზე ჩაატარა და 3 ქულის აღება მარტივად შეძლეს. ანგარიში მე-7 წუთზე ილია ჭარაქაშვილმა გახსნა, მე-14 და მე-18 წუთებზე კი გიორგი კანკიამ გაიტანა - 0:3. “ბსუ”-დან პირველი გოლის გატანა ნიკოლოზ ბლადაძემ შეძლო.
 
მეორე ტაიმში გიორგი კანკიამ კიდევ ორი გოლი გაიტანა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.  ს.ა - 2:5.
 
სადებიუტო სეზონში “ბრიჯმა” პირველი სამო ქულა მოიპოვა. 
“ბსუ” ცხრილში ჯერჯერობით ქულის გარეშეა.
 
მატჩის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი კანკია! (პოკერი)
 
დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა “თსუ 2”-სა და “ბაქსვუდს” შორის გამართული შეხვედრა. მატჩში 2 წითელი ბარათი, ხუთი 10-მეტრიანი დარტყმა და 14 გატანილი გოლი ვიხილეთ.
 
პირველმა ნახევარმა “თესეუელთა” უპირატესობით ჩაიარა, გუნდმა 3 გოლის გატანა მოახერხა და ამის გარდა კიდევ 4-ჯერ,  10-მეტრიანი ნიშნულიდან შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა. მე-9 წუთზე ბაქსვუდელთა მეკარე, დემეტრე ჩხაიძე გააძევეს.
 
ჩხაიძის ნაცვლად პარკეტზე ბუბუ ჯიშკარიანი გამოვიდა, რომელმაც 3-ჯერ მოახერხა 10-მეტრიანი დარტყმის მოგერიება!
 
შესვენებაზე გუნდები 3:1 ანგარიშით გავიდნენ.
 
მეორე პერიოდში დაბრუნებულმა ბაქსვუდმა განსხვავებული თამაში შემოგვთავაზა. გუნდი მეტად აქტიური გახდა შეტევით ფაზაში, შედეგად მოწინააღმდეგის კარი 7-ჯერ აიღეს, უკან კი მხოლოდ 3 მიიღეს! 
 
ს.ა. - 6:8.
MVP - ირაკლი ქარჩავა! (პოკერი)
 
ბაქსვუდმა ცხრილში პირველი სამი ქულა მოიპოვა.
 
ტურის დასკვნით შეხვედრაში “ევროპის უნივერსიტეტმა” 11:3 დაამარცხა “გრანდ ავლაბარი”.
 
პირველ ნახევარში “EU”-მ მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა, ერთი კი უკან მიიღო. შესვენებაზე საბრძოლო ანგარიშით გავიდნენ გუნდები, თუმცა მეორე ნახევარში “EU”-მ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და 8 გოლის გატანაც მოახერხა.
 
თავისი პირველი 3 ქულა მოიპოვეს “უნივერსიტეტელებმაც.
 
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დავით ბაბუციძე გახდა.
 
ფუტსალის ლიგა 3-ის მე-3 ტური, 13 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და 16 ნოემბერს, ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდება.


  © SBM, 2016-2026