სუპერლიგის თასისთვის მფკ ნატახტარი და კსუ იბრძოლებენ

ყველა სიახლე
18 ივნისი 2017

სუპერლიგის თასისთვის მფკ ნატახტარი და კსუ იბრძოლებენ

დრამატული შეხვედრით  დასრულდა  18  ივნისის  სათამაშო  დღე, გაირკვა  სუპერლიგის  თასის  მეორე  ფინალისტის  ვინაობაც,  ნახევარფინალში  ერთმანეთს  ნატახტარი და  პსპ დაუპირისპირდნენ, შეხვედრის  ძირითადი დრო  ფრედ  1:1 დასრულდა.  გამარჯვებული  ვერც  დამატებითმა   5 წუთიანმა  ტაიმმა  გამოავლინა , საბოლოოდ  7  მეტრიანების  სერიიის  დანიშვნა  გახდა  საჭირო, სადაც ნატახტარის  ფეხბურთელებმა მეტოქეზე  უკეთ  გამოიყენეს  თავიანთი შანსი   და  ფინალის  საგზური  მოიპოვეს 1:1 (პენ 3:2) .

sbm.ge  გამარჯვებული   გუნდის  წარმომადგენელს  გაესაუბრა.  

ერნესტ  აკოფოვი, ნატახტარი: "პსპ-სთან  თამაში და  გამარჯვება  სასიამოვნოა, გამოცდილი გუნდია  კარგი  მოთამაშეებით დაკომპლექტებული, გახარებულები  ვართ  და  მოვემზადებით  ფინალისთვის , რომელშიც ჩვენი  მეტოქე  კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტი  იქნება , იმედი  მაქვს  ყველაფერი  კარგად  იქნება. მე  ვფიქრობ,  რომ  ჩვენ  გავიმარჯვებთ".   



  © SBM, 2016-2024