“FLC 03”, "შევარდენი 2012" და ლომისა 2 - მეორე ტურის გამარჯვებულები!
ყველა სიახლე
25 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალის ლიგა 2-ის 3 შეხვედრა გაიმართა.
მეორე ტური “FLC 03”- ისა და “35-ე სკოლის” უხვგოლიანი მატჩით დაიწყო.ლიგა 2-ში დაბრუნებულმა “ფალკონებმა” დებიუტანტი “35-ე სკოლა” 9:7 დაამარცხა.
შეხვედრის სტარტი იდეალური გამოდგა “ნომინალური მასპინძლებისთვის”, გუნდი მე-5 წუთისთვის უკვე 4:0-ს ამარცხებდა მეტოქეს. სწრაფად მიღებული 4 გოლის შემდეგ, 35-ე სკოლამ სწრაფი პასუხი გატანილი 3 გოლით დააბრუნა - 4:3.
პირველ ნახევარში კიდევ 3 გოლი გაიტანეს გუნდებმა - 6:4. მეორე ტაიმში გუნდებმა სამ-სამი გოლი გაცვალეს. ყველაზე მეტად თამაში 38-ე წუთისთვის დაიძაბა, როცა მამაცაშვილმა ანგარიში 8:7 გახადა. “სკოლის მოთამაშეებს” გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ ბოლო წუთზე მონასელიძემ ჰეთრიქი შეასრულა და ყველაფერს წერტილი დაუსვა 9:7. მატჩში მირიანაშვილის, მონასელიძის და ქიმერიძის ჰეთრიქი ვიხილეთ.
MVP - ნიკოლოზ მონასელიძე.
მარტივად დაამარცხა “შევარდენმა” “რუსთავი” ანგარიშით 3:7.
გატანილი გოლების უმეტესობა პირველ ნახევარში ვიხილეთ. “ქუთათურებმა” მეტოქეს 5 ბურთი გაუტანეს, 2 უკან მიიღეს და მეორე ტაიმისთვის საკმაოდ კარგი ფორა მოიპოვეს. “რუსთაველებმა” იმერლებთან” მეორე ტაიმიც დათმეს, გაიტანეს 1 და გაუშვეს 2. “შევარდენმა” სეზონის პირველი სამი ქულა მოიპოვა. “რუსთავი” კი ცხრილში 1 ქულითაა.
მორიგი დამაჯერებელი თამაში ვიხილეთ “ლომისასგან”, რომელმაც ამჯერად “UG 2” 6:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმი გუნდმა გიორგი ლაგაზაშვილისა და გიორგი აირაპეტიანის გოლებით 2:0 მოიგო. მეორე ნახევრის სტარტზე ლაგაზაშვილმა კიდევ ერთი გაიტანა - 3:0. “უნივერსიტეტელებმა” 2 გაიტანეს, თუმცა მეტოქისგან კიდევ 3 გოლი მიიღეს. ჰეთრიქი შეასრულა აირაპეტოანმა, დუბლი კი ლაგაზაშვილმა.
MVP - გიორგი ლაგაზაშვილი “ლომისა” 2/2 მოგებით ცხრილში პირველია, “იუჯი” კი საპირისპირო სტატისტიკით, 0 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.




