„GM Vartsikhe“-მ Euro Business Cup 2026 მესამე ადგილზე დაასრულა!

ყველა სიახლე
13 ოქტომბერი 2026

„GM Vartsikhe“-მ Euro Business Cup 2026 მესამე ადგილზე დაასრულა!

EURO Business Cup 2026-ზე ნახევარფინალში გასვლის შემდეგ „ჯორჯიან მანგანეზი ვარციხე“ აზერბაიჯანულ „Azersun“-ს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1-0 დამარცხდა.

დაძაბულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში, 25-ე წუთზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ნახევარში როინ კვასხვაძემ პენალტის მოგერიება შეძლო და ამასთან, მეტოქე გუნდის ერთი გატანილი გოლიც გაუქმდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა და ტურნირს ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.

მიუხედავად მარცხისა, „GM Vartsikhe“-მ ტურნირზე წარმატებული ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა.

ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად ბექა ტუღუში დასახელდა! ქართველმა ფეხბურთელმა ეს ინდივიდუალური ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა - ტუღუში გასულ წელსაც ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა!



  © SBM, 2016-2026