"GM Vartsikhe“ ნახევარფინალშია!
ყველა სიახლე10 ოქტომბერი 2026
9 ოქტომბერს, Euro Business Cup 2026-ის მერვედფინალურ ეტაპზე, „GM Vartsikhe“ რუმინულ „Gemina Cluj“-ს დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.
მე-2 წუთზე ანგარიში ბექა ტუღუშმა გახსნა, მე-8 წუთზე კი გუნდის კაპიტანმა დუბლი შეასრულა და უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში გიორგი კუხიანიძემ ქართველების უპირატესობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა — 3:0!
რუმინელებმა ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე გაიტანეს, თუმცა 33-ე წუთზე კუხიანიძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4:1!
რუმინული გუნდის დამარცხების შემდეგ, „GM Vartsikhe“-მ წარმატებული ასპარეზობა მეოთხედფინალშიც გააგრძელა. ქართველების მეტოქე ბულგარული „FC Villa Mark Orbit“ იყო, რომელსაც „GM Vartsikhe“-მ ანგარიშით 2:1 სძლია და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა!
შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო — მე-3 წუთზე გიორგი ქიმაძემ საკუთარი გუნდი დააწინაურა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.
26-ე წუთზე ოთარ ბერეჩიკიძემ ტურნირზე თავისი მე-4 გოლი გაიტანა და მატჩში ანგარიში 2:0 გახადა. „FC Villa Mark Orbit“-მა ერთი გოლის გაქვითვა 37-ე წუთზე შეძლო, თუმცა ანგარიშის ბოლომდე მიყვანა აღარ გაგვჭირვებია.
საბოლოო ანგარიში — 2:1!
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ქიმაძე დასახელდა.
ნახევარფინალში „GM Vartsikhe“-ის მეტოქე აზერბაიჯანული „Azersun“ იქნება!
შეხვედრა თბილისის დროით 18:00-საათზე დაიწყება.
ქართველები ფინალში გასასვლელად იბრძოლებენ!

