Euro Business Cup 2026-ზე ქართული გუნდის მეტოქეები ცნობილია!
ყველა სიახლე
როგორც იცით “GM Vartsikhe” თურქეთის ქალაქ ანტალიაში Euro Business Cup 2026-ზე იღებს მონაწილეობას. ტურნირის წილისყრა სასტუმრო “Limak Limra”-ში დღეს გაიმართა, რის შედეგადაც ქართველების მეტოქეები გამოვლინდნენ.
“GM Vartsikhe”-ს ჯგუფური ეტაპის განრიგი შემდეგნაირია: 8 ოქტომბერს გუნდი თბილისის დროით 12:00-საათზე “Airports of montenegro”-ს (მონტენეგრო) დაუპირისპირდება, 23:00-ზე კი “Meteksan Matbaacilik”-ს (თურქეთი) შეხვდება.
9 ოქტომბერს, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, 12:00-საათზე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური ჩემპიონები თურქულ “Waben filter”-ს გაეჯიბრებიან.
რაც შეეხება ფორმატს, ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ საუკეთესო ქულების მქონე 8 გუნდი პირდაპირ გადავა 1/8 ფინალში, მომდევნო 16 გუნდი კი დარჩენილი 8 ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას. საერთო ცხრილში 33-40 ადგილზე გასული გუნდები ტურნირს უშანსოდ გამოეთიშებიან.
შეგახსენებთ რომ, Euro Business Cup 2026-ზე 19 ქვეყნის 40 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
გულშემატკივრებს ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა YouTube არხზე შეგეძლებათ: EMFMinifootball
წარმატებული სტარტი ქართულ გუნდს!

