„GM Vartsikhe“ - Betsson SBM League-ის აბსოლუტური ჩემპიონი საქართველოს Euro Business Cup 2026-ზე წარადგენს!
ყველა სიახლე
„GM Vartsikhe“, რომელიც Betsson SBM League-ის 2025/26 წწ. სეზონის სუპერლიგის გამარჯვებული და აბსოლუტური ჩემპიონია, Euro Business Cup 2026-ზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ტურნირი წელს განსაკუთრებულად მასშტაბურია და საჩემპიონო თასისთვის 19 ქვეყნის 40 გუნდი იბრძოლებს. ღონისძიება 7-11 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართება.
ტურნირის განრიგი ასეთია: 7 ოქტომბერს გახსნითი ცერემონიას და კენჭისყრის შედეგებს ვიხილავთ, 8-9 ოქტომბერს კი ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ჩატარდება. 10 ოქტომბერს გუნდები 1/4-ფინალურ და 1/2-ფინალურ ეტაპებზე იასპარეზებენ, რის შემდეგაც ტურნირის ფინალი გაიმართება.
11 ოქტომბერს მონაწილე გუნდები საკუთარ ქვეყნებში გაემგზავრებიან.
რაც შეეხება ფორმატს, ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ საუკეთესო ქულების მქონე 8 გუნდი პირდაპირ გადავა შემდეგ ეტაპზე, მომდევნო 16 გუნდი კი პლეი-ოფის ფაზაში გადაინაცვლებს. ყველაზე ცუდი შედეგის მქონე 8 გუნდი ტურნირს უშანსოდ გამოეთიშება.
პლეი-ოფი ერთმატჩიანია, გამარჯვებულები პირველ 8 გუნდს შეუერთდებიან და მეოთხედფინალის საგზურისთვის დაიწყებენ ბრძოლას.
სიახლეა, რომ წელს პირველად გათამაშდება კონფერენს თასი და მასში მონაწილეობას პლეი-ოფის შემდეგ საუკეთესო თექვსმეტეულს მიღმა დარჩენილი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი ვარციხე“ Euro Business Cup-ში მონაწილეობას მეორედ მიიღებს. გასულ წელს გუნდი საპლეიოფო ეტაპზე წაუგებლად გავიდა და ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლის გატანაც მოახერხა.
გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი, ბექა ტუღუში კი ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელად დასახელდა. „Georgian Manganese-ის“ ასპარეზობა გასულ წელს 1/8-ფინალში დასრულდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 7 ქვეყნის 13 მსაჯს შორის პირველად ერთ-ერთი ქართველი იქნება - ფიფას კატეგორიის არბიტრი, ლევან ვარამიშვილი.
წარმატებებს და ნაყოფიერ ასპარეზობას ვუსურვებთ „GM Vartsikhe“-ს Euro Business Cup 2026-ზე!

