Betsson X SBMLeague: მეგობრობის თასის გამარჯვებული გრანდ ლიგის ჩემპიონი "არმია" გახდა!
ყველა სიახლე
5 ივლისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025-26 წწ. სეზონის მეგობრობის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
“არმიამ” “ლიბერთი ბანკი” 5-2 დაამარცხა და თასის გამარჯვებული გახდა.
პირველი ტაიმი შედარებით დაძაბული გამოდგა. “არმიელთა” სწრაფ გოლს ვაჟა მათიაშვილმა უპასუხა და ანგარიში 1-1 გახდა. ტაიმის დასრულებამდე “ძალოვნებმა” წინ გასვლა ორი ბურთით შეძლეს და მეორე ნახევარი მშვიდად დაიწყეს.
მატჩის სცენარი ბოლო ათ წუთში განვითარდა, დავით კოხრეიძემ გატანილ გოლს კიდევ ორი დაუმატა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. „ბანკირების“ მხრიდან მხოლოდ კახაბერ გოგოხიამ შეძლო ერთის გაქვითვა და საბოლოო ანგარიში, 5-2 დაფიქსირდა.
მეგობრობის თასის საუკეთესო ბომბარდირი დავით კოხრეიძე 8 გატანილი გოლით გახდა, საუკეთესო მოთამაშედ კი შმაგი ჭოხონელიძე დასახელდა, რომელმაც ფინალში გარდამტეხ მომენტში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ამით ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის სეზონი დასრულებულია.
საკვალიფიკაციო ლიგის 2025/26 წწ. სეზონის ჩემპიონი Everstone გახდა, „არმიამ“ კი გამარჯვება გრანდ ლიგასა და მეგობრობის თასზე იზეიმა.
შევხვდებით მომავალ სეზონში!

