BetssonSBMLeague: „ავერსი“ Betsson SBM League Cup-ის გამარჯვებულია!

ყველა სიახლე
30 ივნისი 2026

BetssonSBMLeague: „ავერსი“ Betsson SBM League Cup-ის გამარჯვებულია!

„ავერსმა“ 28 ივნისს Betsson SBM League Cup-ის ფინალში „საქართველოს ბანკი“ 5-1 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა.

დასკვნით შეხვედრაში „ფარმაცევტებმა“ მეტოქესთან დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვეს. „ავერსი“ წინ მე-5 წუთზე კახაბერ გოგოხიას გოლით გავიდა, რის შემდეგაც გოგოხიამ კიდევ ორის გატანა შეძლო და მონაწილეობა მეხუთე გოლშიც მიიღო. დუბლი და ორი შედეგიანი გადაცემაა გიორგი კაკულიას ანგარიშზე. „BOG“-ის რიგებიდან კი პრესტიჟის გოლი ლაშა ჩხაიძის სახელზეა.

ფინალის და თასის საუკეთესო მოთამაშედ კახაბერ გოგოხია დასახელდა, ბომბარდირის პრიზი კი 4 გოლით დიმიტრი ხუციანიძეს (BOG) ერგო.

ამ შედეგით გუნდებმა წლევანდელ სეზონში ასპარეზობა დაასრულეს. ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა კი 5 ივლისს მეგობრობის თასისა და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალებით დაიხურება. 



  © SBM, 2016-2026