„35-ე სკოლა“ ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ადგილოსანია!

ყველა სიახლე
01 ივლისი 2026

„35-ე სკოლა“ ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ადგილოსანია!

26 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის ორი შეხვედრა გაიმართა.

ორივე შეხვედრა იდენტური ანგარიშით, 8:3 დასრულდა. „35-ე სკოლამ“ “EU”-ს მეორე თამაშშიც სძლია და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ხოლო “დუშეთმა“ „სლ აკადემიას“ აჯობა და ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია.

„35-ე სკოლა“ VS “EU” – 8:3.

მატჩის პირველი ნახევარი 5:3 დასრულდა. „35-ე სკოლიდან“ ჰეთრიქის შესრულება აკაკი ქიმერიძემ მოახერხა, თითო გოლი კი დავით უდუმაშვილმა და ნიკოლოზ ბიწაძემ გაიტანეს.

„უნივერსიტეტელთა“ მხრიდან ვახტანგ კუსიანმა შეასრულა დუბლი, ერთი კი ნიკა ქარცივაძემ გაიტანა.

გუნდები შესვენებაზე საბრძოლო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე პერიოდმა სრულად „სკოლის ბიჭების“ უპირატესობით ჩაიარა, გუდნმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლოზ ბიწაძე დასახელდა.

„35-ე სკოლამ“ ორივე თამაში მოუგო „ევროპის უნივერსიტეტს“ და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა!

„დუშეთი“ VS “SL ACADEMY” – 8:3.

დაძაბული საფინალო სერიის პირველი შეხვედრის შემდგომ, „დუშელებმა“ მეორე მატჩი მარტივად მოიგეს.

„დუშეთმა“ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარა, მრავალი შექმნილი მომენტი და გატანილი 5 უპასუხო გოლი. გუნდმა მეორე ნახევრისთვის კომფორტული უპირატესობა შეიქმნა.

მეორე პერიოდის სტარტზე ნიკა მოსიაშვილმა გაიტანა და „დუშელები“ კიდევ უფრო მიაახლოვა მეორე მატჩის მოგებასთან.

მეორე ნახევარმა შედარებით თანაბარ ვითარებაში ჩაიარა, ორივე გუნდმა შექმნა საკუთარი მომენტები, შედეგად 3-3 გოლის გატანაც მოახერხეს.

5 ბურთიანი ფორით მოგებული თამაში და ერთი გამარჯვება ჩემპიონობამდე.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკა კუპრავიშვილი დასახელდა.

ფინალური სერიის მესამე თამაში 4 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას SBM.GE-ზე შემოგთავაზებთ.



  © SBM, 2016-2026