საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის 2025/26 წწ. სეზონის ჩემპიონი - „თსუ“!

ყველა სიახლე
30 ივნისი 2026

საქართველოს ფუტსალის ლიგა 2-ის 2025/26 წწ. სეზონის ჩემპიონი - „თსუ“!

27 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის ორი შეხვედრა გაიმართა.

„თსუ“-მ „ბსსა“ მესამე შეხვედრაშიც დაამარცხა და ლიგა 2-ში ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.

საფინალო მატჩის დაწყებამდე გაიმართა შეხვედრა მესამი ადგილისათვის, გადამწყვეტი თამაში, სადაც გამარჯვება „იუჯი“-ს დარჩა.

„ქუთაისი“ VS “UG 2” – 3:5

შეხვედრაში ანგარიში ლევან იახტნიშვილის გოლით გაიხსნა, რასაც მალევე ირაკლი გვეტაძის გამათანაბრებელი ბურთი მოჰყვა - 1:1.

მე-10 წუთზე ლაშა კურტანიძემ მოახერხა გატანა, მე-18 წუთზე კი ირაკლი ცაგარეიშვილმა 2 ბურთიანი უპირატესობით გაიყვანა საკუთარი გუნდი წინ.

პირველ ტაიმში კიდევ 2 გატანილი ბურთი ვიხილეთ, ერთი „იუჯის კარში, ერთიც კი „ქუთაისის“. გოლები ნიკა ქარელმა და ლაშა კურანიძემ გაცვალეს - 2:4.

„იუჯიმ“ მინიმუმი პროგრამა შეასრულა და შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ნახევარში ქარელმა ტაიმის სტარტზე მოახერხა გატანა და დუბლის შესრულება. 31-ე წუთზე ლევან იახტნიშვილმა თავისთვის მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში 3:5 გახდა.

ეს აღმოჩნდა მატჩის საბოლოო გოლი, დაძაბულ სერიაში „უნივერსიტეტელებმა“ „ქუთათურები“ დაამარცხეს და ლიგა 2-ის მესამე ადგილს დასჯერდნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლევან იახტნიშვილი დასახელდა !

„თსუ“ VS „ბსსა“ – 9:2

მატჩი, სადაც „თესეუელებმა“ მოწინააღდეგეს 7 ბურთით აჯობეს და ჩემპიონის ტიტული დაიბრუნეს.

პირველი ნახევარი 4:2 დასრულდა. ანგარიში ლაშა ჯიქიამ გახსნა, საბა დავითლუიანმა კი 2 ბურთიანი გახადა გუნდის უპირატესობა.

2 წუთიან მონაკვეთში სპარტაკ ლომიძემ და გიორგი ლორიამ ანგარიში გაათანაბრეს - 2:2.

ტაიმის მიწურულს ლაშა ჯიქიამ და რომან კუხიანიძემ მოახერხეს გატანა და „თსუმ“ ტაიმი მაინც მოიგო.

მეორე პერიოდიში „თსუ“-მ მოწინააღმდეგეს 5 უპასუხო გოლი გაუტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა. გუნდმა სერიის დახურვა 3 მატჩში მოახერხა და მომავალ სეზონში ფუტსალის ლიგაში იასპარეზებენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლაშა ჯიქია დასახლედა, რომელმაც პოკერი შეასრულა!

სეზონის საუკეთესო მოთამაშეების ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა...

საუკეთესო მეკარე - გიგი ლომაია! (თსუ)

საუკეთესო მცველი - ბესიკ ბალაძე! (ბსსა)

საუკეთესო უნივერსალი - მოსე ჩიკიროვი! (ბსსა)

საუკეთესო თავდამსხმელი - გიორგი თოდუა! (თსუ)

საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი - რომან კუხიანიძე (თსუ). 33 გოლი და 17 საგოლე გადაცემა!

სეზონის საუკეთესო მოთამაშე - ლაშა ერქომაიშვილი! (თსუ)

შევხვდებით მომავალ სეზონში!



  © SBM, 2016-2026