ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალურ სერიაში „დუშეთი“ დაწინაურდა!

ყველა სიახლე
24 ივნისი 2026

ფუტსალის ლიგა 3-ის ფინალურ სერიაში „დუშეთი“ დაწინაურდა!

20 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 3-ის ორი მატჩი გაიმართა. დღის გახსნით შეხვედრაში „დუშეთმა“ დაძაბულ ორთაბრძოლაში მოახერხა „SL ACADEMY”-ს დამარცხება, შემდგომ კი „35-ე სკოლამ“ „ევროპის უნივერსიტეტს აჯობა.

“SL ACADEMY” VS “35-ე სკოლა“ – 8:9.

დაძაბული, სანახაობრივი და უხვგოლიანი ფინალური სერიის გახსნითი თამაში, სადაც გამარჯვება „დუშელებს“ დარჩათ.

პირველი ნახევარი „სასკოლო ლიგის“ აკადემიის გამარჯვებით 4:3 დასრულდა. გატანილი 4 გოლიდან 3 დაჩი ბუცხრიკიძის ანგარიშზეა.

მეორე პერიოდი „დუშელთა“ უპირატესიბით წარიმართა, 2 წუთიან მონაკვეთში გუნდმა 3 გოლი გაიტანა და კომფორტული უპირატესობა შეიქმნა.

36-ე წუთისთვის ანგარიში 8:9 იყო, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, თუმცა გუნდებმა მეტის გატანა ვეღარ შეძლეს.

აღსანიშნავია რომ, დაჩი ბუცხრიკიძემ 5 გოლის გატანა და რეპოკერის შესრულება მოახერხა!

მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც გიორგი არაბულთან ერთად სწორედ ის დასახელდა.

საფინალო სერიის პირველი გამარჯვება „დუშეთმა“ ჩაიწერა, მეორე განმეორებითი შეხვედრა კი 26 ივნისს, 20:30 საათზე დაიწყება.

მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს, პირდაპირი ტრანსლაციის ხილვას კი SBM.GE-ზე შეძლებთ.

„EU” VS “35-ე სკოლა“ – 6:7.

ფინალური მატჩის შემდგომ, მესამე ადგილისთვის მატჩში პირველი გამარჯვება „35-ე სკოლამ“ ჩაიწერა.

პირველი ნახევარი ფრედ, 3:3 დასრულდა.

სამივე შემთხვევაში „უნივერსიტეტელები“ იგებდნენ  თამაშს, თუმცა მეტოქემ სამივეჯერ გაათანაბრა.

ნიკა ქარცივაძემ და ნიკოლოზ ბიწაძემ დუბლი შეასრულეს, ივანე ოქროპირიძემ და ვახტანგ კუსიანმა კი თითო ბურთი გაიტანეს.

მეორე ტაიმში წინ 35-ე სკოლის გუნდი დავით უდუმაშვილის გოლით გავიდა.

შემდეგ იყო გიორგი თარხნიშვილის გამათანაბრებელი გოლი, თუმცა ივანე ოქროპირიძემ კიდევ ორის გატანა მოახერხა - 4:6.

მატჩის მიწირულს „EU”-მ კარგი 1 წუთიანი მონაკვეთი შემოგვთავაზა, თარხნიშვილმა და კუსიანმა მათთვის მეორე გოლი გაიტანეს, ანგარიში კი გაათანაბრეს - 6:6.

გამარჯვების მომტანი გოლი ბექა სამყურაშვილის ანგარიშზეა, რომელიც მე-40 წუთზე იქნა გატანილი.

MVP - ივანე ოქროპირიძე.

ასე მოახერხეს „სკოლის მოთამაშეებმა“ გამარჯვება და სერიაში წინ გასვლა.

ბრინჯაოს მედლებთან გუნდი ერთ ნაბიჯშია, განმეორებითი შეხვედრა კი 26 ივნისს 18:00 საათზე გაიმართება.

LIVE – SBM.GE



  © SBM, 2016-2026