„ქუთაისმა“ „იუჯი 2“ დაამარცხა და სერიაში წონასწორობა აღადგინა!
ყველა სიახლე
21 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის შეხვედრა გაიმართა სადაც გამარჯვება „ქუთაისმა“ მოიპოვა.
„UG 2“ და „ქუთაისი“ ლიგა 2-ის მესამე ადგილისთვის იბრძვიან, სერიაში კი ანგარიში 1:1 გახდა.
დაძაბული და სანახაობრივი თამაში, სადაც ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და „ქუთათურებმა“ დამატებით დროში ირაკლი გვეტაძის გოლით იმარჯვეს.
ანგარიში მე-15 წამზე ივიკო ჭარაქაშვილმა, გიორგი ქავთარაძის საგოლე პასის შემდგომ გახსნა.
„იმერლებმა“ მალევე 2 გოლის გატანა და წინ გასვლა შეძლეს.
მე-17 წუთზე ირაკლი ცაგარეიშვილმა გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით შევიდნენ.
მეორე ტაიმი, მსგავსად პირველისა სწრაფი გოლით დავიწყეთ, ამჯერად გატანა გიორგი ქავთარაძემ მოახერხა - 3:2.
წონასწორობა კიდევ ერთელ აღდგა, 24-ე წუთზე ჯემალ დეისაძემ შესანიშნავად ითამაშა და 3:3.
36-ე წუთზე ლაშა კურტანიძემ 10-მეტრიანი დარტყმა გოლად გარდასახა.
„ქუთაისი“ წაგებას გუნდის კაპიტანმა, ბაკურ გულუამ გადაარჩინა, როცა 39-ე წუთზე გაიტანა - 4:4.
საქმეში დამატებითი დრო ჩაერთო იქ კი ირაკლი გვეტაძემ გაიტანა და „ქუთათურებმა“ სწორედ ამ გოლით მოიგეს - 4:5!
სერიის მესამე, გადამწყვეტი თამაში 27 ივნისს 14:00 საათზე გაიმართება.
LIVE – SBM.GE

