BetssonSBMLeague: მეგობრობის თასზე 1/2 ფინალისტები გამოვლინდნენ!

ყველა სიახლე
24 ივნისი 2026

BetssonSBMLeague: მეგობრობის თასზე 1/2 ფინალისტები გამოვლინდნენ!

21 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის მეგობრობის თასის ¼ ფინალური შეხვედრები გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ თასზე ერთმანეთს საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის გუნდები ეჯიბრებიან. ½ ფინალის საგზურის მოპოვება კი მხოლოდ გრანდ ლიგის გუნდებმა მოახერხეს: „ლიბერთი ბანკი“, „არმია“, „McGill”, “ბაქსვუდი“.

„ლიბერთი ბანკმა“ „ენერგო-პრო“-ს 3-0 მოუგო. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ვაჟა მათიაშვილმა გახსნა. თამაშის ბოლო სამ წუთში კი ნიკა ფანცუალაიას და ლაშა ხომასურიძის გოლებით „ბანკირებმა“ დამაჯერებლად იმარჯვეს.

3-1 დაამარცხა გრანდ ლიგის ჩემპიონმა „არმიამ“ საკვალიფიკაციო ლიგის ჩემპიონი „Everstone”. მეექვსე წუთზე „ევერსტონმა“ წინ გასვლა ავტოგოლით შეძლოთ. მალევე წონასწორობა ენრი ჩადუნელმა აღადგინა. დარჩენილ დროში ნადიმ კახაძის შედეგიანი გადაცემებით დავით კოხრეიძემ დუბლი გაიფორმა და „ძალოვნებმა“ ½ ფინალის საგზური გაიფორმეს.

დაძაბული იყო „McGill”-ისა და „TBC უზბეკეთის“ დაპირისპირება. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. მიხეილ თოფურიას გოლს „ბანკირების“ მხრიდან მიჯრით სამი გოლი მოჰყვა - დემეტრე უგრეხელიძის დუბლი და გიორგი გონაშვილის ზუსტი დარტყმა.

„TBC უზბეკეთი“ მე-20 წუთზე 3-1 იგებდა. დავით მოისწრაფეშვილმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ბოლო წუთზე კი გიორგი მშვიდობაძემ წონასწორობა აღადგინა - 3:3.

პენალტების სერიაში „McGill“-მა ყველა დარტყმა გამოიყენა, მეტოქემ კი პირველის გარდა ზედიზედ სამი პენალტი გააფუჭა და სერიაში დაფიქსირებული შედეგით, 3-1, თასის გათამაშებას გამოეთიშა.

½ ფინალში დარჩენილი ბოლო ადგილი „ბაქსვუდმა“ „ოცდაექვსთან“ მოიპოვა. გუნდმა კარის მშრალად შენახვა შეძლო და მეტოქეს სამი გოლი გაუტანა. აკაკი ქუხილავას, გიორგი ახლანძისა და გიორგი ტიკურიშვილის გოლებით „ბაქსვუდმა“ 3-0 იმარჯვა.

შედეგად, ½ ფინალის წყვილები ასე გამოიყურება: „McGill” VS “ლიბერთი ბანკი“, „ბაქსვუდი“ VS „არმია.

მეგობრობის თასის შეხვედრები 28 ივნისს, 12:00 საათზე და 13:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 



  © SBM, 2016-2026