კორპორატიული თასის ფინალში პატრული ევროპაბეთს დაუპირისპირდება

ყველა სიახლე
18 ივნისი 2017

კორპორატიული თასის ფინალში პატრული ევროპაბეთს დაუპირისპირდება

კორპორატიული  თასის  2016/17 წწ. გათამაშების   ორივე  ფინალისტის  ვინაობა  ცნობილია . საპატრულო  პოლიციის  გუნდმა  უაღრესად  დაძაბულ და  საინტერესო  ორთაბრძოლაში  2:1  დაამარცხა  სფფ-ის  გუნდი და  ფინალის  საგზური  მოიპოვა, სადაც  მისი  მეტოქე  ევროპაბეთი  იქნება. ამ  უკანასკნელმა  გუშინ გამართულ  ნახევარფინალში  1:0 აჯობა  არმიას.

sbm.ge გუნდების  წარმომადგენლებს  გაესაუბრა.

ირაკლი  სილაგაძე, პატრული: "ძალიან დაძაბული თამაში  იყო,  მოგეხსენებათ  საქართველოს  ფეხბურთის  ფედერაციას  ჰყავს ისეთი ფეხბურთელები  ,  როგორებიცაა,  ლევან  კობიაშვილი, ალექსანდრე  იაშვილი  და  ა.შ ძალიან  რთულია  ასეთ  მოთამაშეებთან თამაში , თუმცა  ყველაფერი  გავაკეთეთ  ბიჭებმა  იმისათვის  რომ   ეს  თამაში  მოგვეგო.  ევროპაბეთს  რაც შეეხება  შარშანდელ  სეზონში გვაქვს  მათთან  ნათამაშები და  გავიმარჯვეთ. მას  შემდეგ  ეს  გუნდი  გაძლიერდა, თანაც  ფინალია  და  ამით  ყველაფერი  ნათქვამი  რადგან ორივე  გუნდი  მაქსიმუმს  გააკეთებს." 

ლევან  კობიაშვილი, სფფ2: "ჩვენს  წინააღმდეგ  განსაკუთრებული  მოტივაციით  გამოდიან  გუნდები  და  ეს  მოსალოდნელია. ეს  ფაქტი მე  ძალიან  მახარებს  და  ზოგადად  ჩვენი  თამაში  განსაკუთრებულ  სიძლიერეს  მატებს  მეტოქეს  იმ  კუთხით,  რომ   მოწინააღმდეგები  უფრო  დიდი  ენთუზიაზმით  უდგებიან  თამაშს  და  ეს  ძალიან  კარგია. საბოლოო ჯამში  გაიმარჯვა  პატრულმა  დამსახურებულად, ძალიან  კარგი გუნდია,   ვუსურვებ  წარმატებას  და  ჩვენ  შევეცდებით  მომავალ  სეზონში   გავაუმჯობესოთ  ჩვენი თამაში. 

 



  © SBM, 2016-2024