BetssonSBMLeague: საუკეთესო გუნდის ტიტულს "GM Vartsikhe" "კროკოსთან" დაიცავს!
ყველა სიახლე
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წწ. სეზონის საუკეთესო გუნდის ტიტულისთვის „ჯორჯიან მანგანეზი ვარციხე“ და „კროკობეთი“ იბრძოლებენ.
გუნდები ერთმანეთს ფინალში მესამედ დაუპირისპირდებიან. გასული ორი შეხვედრა ოქროს და სუპერლიგის ფინალებში ტიტულის მოქმედი მფლობელის „GM ვარციხე“-ს სასარგებლოდ დასრულდა.
„GM”-მა ½ ფინალში „არმიას“ დამარცხება ანგარიშით 4-1 შეძლო. პირველი ტაიმი გუნდებს შორის დაძაბული გამოდგა, ანგარიშში სხვაობა მინიმალური იყო და მე-15 წუთზე ენრი ჩადუნელმა წონასწორობაც კი აღადგინა (1-1). მალევე ლევან კინწურაშვილმა აქტივში მეორე გოლი მიითვალა და სუპერლიგის ჩემპიონები წინ გავიდნენ. დარჩენილ დროში ვიხილეთ გიორგი კუხიანიძის და ბექა რაზმაძის გოლებიც, რამაც თამაშს საბოლოო წერტილი დაუსვა.
მატჩის საუკეთეს მოთამაშედ ლევან კინწურაშვილი (GM Vartsikhe) დასახელდა.
რაც შეეხება „კროკობეთს“, გუნდმა ერთ-ერთი ფავორიტი „შსს“ 3-0 დაამარცხა და რევანშის აღების კიდევ ერთი შანსი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ 2025/26 წწ. სეზონში ეს „შსს“-სთვის პირველი მარცხი იყო, რის შედეგადაც ჩემპიონატის საუკეთესო გუნდისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ვერც ერთმა გუნდმა შეძლო. „ბუკმეიკერები“ წინ ნუგზარ გოგაშვილმა მე-14 წუთზე გაიყვანა. ლაშა სიგუნავამ სხვაობა ორამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი ლევან მაისურაძემ დააფიქსირა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნუგზარ გოგაშვილი დასახელდა (კროკობეთი).
ამრიგად, „GM ვარციხე“-სა და „კროკობეთს“ შორის კიდევ ერთ ფინალურ დაპირისპირებას ვიხილავთ, რომლითაც 5 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, წლევანდელი ბეთსონის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სეზონი დაიხურება.




